კალათბურთი

12:01 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლიპერსმა” ცქიტიშვილი დაითხოვა

“ლოს ანჟელეს კლიპერსმა” ნიკოლოზ ცქიტიშვილთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ათიოდ დღის წინ, ნბა-ს კლუბმა ქართველ კალათბურთელს არაგარანტირებული კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა, “სკიტამ” გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

შაბათს კალიფორნიულმა კლუბმა პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა (103:96 “დენვერთან”), თუმცა, ქართველი კალათბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა.

“კლიპერსის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ხუთმა მოთამაშემ უწია. საუკეთესო დეანდრე ჯორდანი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (15 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა, 13 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა ჯოშ სმიტმა. შედეგიანები იყვნენ კრის პოლი (12 ქულა, 9 პასი), ბლეიკ გრიფინი (11 ქულა) და ოსტინ რივერსიც (10 ქულა).

“კლიპერსი” მომდევნო მატჩს ორშაბათ დილით “ტორონტო რეპტორზთან” ჩაატარებს, თუმცა, ცქიტიშვილი სათადარიგოთა სკამზეც აღარ იქნება. თუ სად გააგრძელებს ქართველი ფორვარდი კარიერას, ჯერჯერობით, უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119652