ფეხბურთი

2:40 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “საქართველოში ჩატარებული სუპერთასით კმაყოფილი ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ლუის ენრიკემ “სევილიასთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული სუპერთასით კმაყოფილია. ესპანელმა სპეციალისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მეტოქემ ღირსეულად ითამაშა.

ლუის ენრიკე: “თავიდანვე რთულ თამაშს ველოდით. ამ შეხვედრამ ყველას აჩვენა თუ რამდენად ძნელია ასეთი დონის თამაშების მოგება და რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თავიდან ვაგებდით, შემდეგ შემოვაბრუნეთ სიტუაცია. დრამატული მატჩი გახლდათ და კარგია ჩვენ სასიკეთოდ რომ დასრულდა.

-ვიხილეთ თუ არა “ბარსას” ორი მხარე?

-როდესაც აგებს გუნდი, დასაკარგი არ აქვს და მათ ყველაფერი გააკეთეს შედეგის მისაღწევად და ეს შეძლეს კიდეც. კმაყოფილები უნდა ვიყოთ გამარჯვებით.

-შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ რატომ აირჩიეთ რაფინია ნეიმარის ნაცვლად?

-დაინახეთ, რომ პედროს ტრავმა ჰქონდა და ამას მისი ტრანსფერის სიტუაციაც დაემატა. საბოლოოდ ამიტომაც გადავწყვიტე რაფინია გამომეყვანა მოედანზე.

-როგორი შთაბეჭდილება დატოვა საქართველომ, მომსახურების დონით და სტადიონზე არსებული სიტუაციით?

-ჩვენ გრძელი გზა გვქონდა, მაგრამ ყველანაირად კმაყოფილები ვართ, როგორც ორგანიზების კუთხით, ასევე მოედნით და გულშემატკივრებითაც.

-“სევილიამ” კარგად ითამაშა და შეიძლება ითქვას მეტოქე პენალტების სერიას იმსახურებდა. რა პოიტენციალი აქვს მომავალ სეზონში ამ გუნდს?

-მათ კარგად ითამაშეს, თამაში შემოატრიალეს. მესის დამსახურებით თავიდან შევძელით თამაშის შემოტრიალება. “სევილიას” დიდებული გუნდი ჰყავს და შეუძლია ბევრს მიაღწიოს.

0.115473