ფეხბურთი

17:58 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა კარიერას “პაფოსში” გააგრძელებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გია გრიგალავა კარიერას კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) დებიუტანტ “პაფოსში” გააგრძელებს.

ინტერნეტპორტალ shootandgoal.com-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა “პაფოსმა” გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, 25 წლის გრიგალავამ კვიპროსელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში, გრიგალავა მახაჩყალის “ანჟიში” ირიცხებოდა, სადაც არ ათამაშებდნენ, ხოლო საბოლოოდ კლუბს სკანდალურდ დაშორდა. მას აკრძალური პრეპარატების მიღება დააბრალეს, რაც ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო, ხოლო საბოლოოდ ქართველმა მახაჩყალელებთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გრიგალავამდე “პაფოსში” მეკარე როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი ლევან ხმალაძე ჩაირიცხნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112936