კალათბურთი

10:53 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია “დალასში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, 31 წლის ზაზა ფაჩულია კარიერას “დალას მავერიკსში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. წყაროს ცნობით, “დალასმა” ფაჩულია მიიღო, ხოლო სანაცვლოდ “მილუოკს” ტეხასურმა გუნდმა მომავალი წლის დრაფტის მეორე პიკი დაუთმო. ფაჩულიას კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“დალასის” ცენტრის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კლუბი ტაისონ ჩენდლერმა დატოვა, რომელიც “ფინიქსში” გადავიდა. ტეხასელები 2 კვირის განმავლაობაში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ “კლიპერსის” ცენტრის დეანდრე ჯორდანის გადასაბირებლად, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. როგორც ჩანს, დალასელთა მომდევნო სამიზნეს ზაზა ფაჩულია წარმოადგენდა.

ფაქტია, ფაჩულიას ამერიკულ კარიერაში “დალასი” ყველაზე ძლიერი გუნდია.

განვლილ სეზონში ზაზამ 73 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.4 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121703