ფეხბურთი

0:13 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას გამარჯვების გოლი (+Video)

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში “სტაბეკმა” შინ 3:2 დაამარცხა “ბოდო გლიმტი”. მასპინძელთა შორის გიორგი გოროზიამ სრულად ითამაშა, 68-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 26 ქულით მეორე ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=nV5y7CdrAUI&app=desktop

დანიის სუპერლიგის 2014-15 წლების გათამაშება დასრულდა. 33-ე ტურში “რანდერსმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ოდენსე”, რომლის განაცხადში ლადო დვალიშვილი მოხვდა. ქართველი ფორვარდი 70-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. დანიის 12 გუნდიან სუპერლიგაში “ოდენსე” 40 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა.

პოლონეთის ექსტრაკლასის საჩემპიონო ზონაში სეზონი დასრულდა. 37-ე ტურში “იაგიელონიამ” შინ 4:2 დაამარცხა გდანსკის “ლეხია”. “იაგიელონიას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ნიკა ძალამიძე , რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ფოფხაძე კი სათადარიგო იყო. პოლონეთის ექსტრაკლასის საუკეთესო რვა გუნდს შორის “იაგიელონია” 41 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში “როსტოვმა” შინ 4:1 დაამარცხა “ტოსნო”, რომლის შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე გურამ თეთრაშვილმა სრულად ითამაშა, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. პირველი მატჩი ასევე "როსტოვის" გამარჯვებით დასრულდა (1:0). ასე რომ "ტოსნომ" პრემიერლიგაში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-12 ტურში “კუპსი” შინ “ვპს-ს” დაუზავდა (0:0). მასპინძელთა შორის ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 14 ქულით მე-8 ადგილზეა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ტაშკენტის “ლოკომოტივმა” შინ 1:0 დაამარცხა “ქიზილქუმი”, რომლის შემადგენლობაში გიორგი კვესიეშვილმა სრულად ითამაშა. უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ქიზილქუმი” 17 ქულით მე-8 ადგილზეა.

0.119494