ფეხბურთი

20:12 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “თურქეთთან მოგებას, ესპანეთთან და პორტუგალიასთან წაგება მირჩევნია”
დე ლა ფუენტე ქართველების თამაშმა გააკვირვა

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ელიტ რაუნდის დასკვნითი მატჩის მერე განაცხადა, რომ თურქეთთან ანტიფეხბურთით მოგებულ შეხვედრას, ესპანეთთან და პორტუგალიასთან წაგებული თამაშები ურჩევნია.

გიორგი დევდარიანი: “ტურნირზე ჩვენი ნაკრების გამოსვლის შეჯამება სრულყოფილი რომ გამოვიდეს, მე და ჩემს დამხმარე მწვრთნელს დრო გვჭირდება. ჯერ კიდევ თამაშიდან გამოყოლილი ემოციის ფონზე ვიტყვი, რომ ყველაზე ცუდად ნათამაშები მატჩი მოვიგეთ, ხოლო კარგად ჩატარებულები წავაგეთ. ვისაც როგორც სურს ისე გაიგოს, მაგრამ ამ მოგებას, ის წაგებული თამაშები მირჩევნია.

ჩვენი მიზანი იყო, რომ გუნდი გრანდებთან თამაშს მიეჩვიოს. თუ მიზანი ის იყო, რომ “ტაბელი” გადაგვებრუნებინა, ეს ვერ შევასრულეთ. იმ შედეგს, რომ გრანდებთან აგრესიული ფეხბურთი გვეთამაშა მივაღწიეთ. დღეს ანტიფეხბურთით მოვიგეთ.

საქართველოში 12000 რეგისტრირებული ფეხბურთელია, ხოლო გერმანიაში 120000 რეგისტრირებული მსაჯი, ფეხბურთელი კი, მილიონზე მეტია. მე იმის თქმა მინდა, რომ იმის ფუფუნება არ გვაქვს ერთ ასაკში 18 სრულფასოვანი ფეხბურთელი გვყავდეს. ძალიან მოკლე სკამი გვაქვს. თურქებთან მატჩში ფეხბურთელებს ვერ გავამტყუნებ, რადგან ძალიან დაღლილები იყვნენ. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ერთ ტემპში თამაშობდნენ, ახლა სხვა ტემპში თამაში მოუწიათ. 4 ფეხბურთელი გუნდს 27 მაისს შეუერთდა, ერთი დღე ივარჯიშეს და შემდეგ ესპანეთთან ითამაშეს. ერთი დღე ვარჯიში ესპანეთისთვის საკმარისი არაა.

ესპანელებს დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ და დარწმუნებული ვარ თავის სიტყვას ფინალურ ეტაპზეც იტყვიან”.

თბილისში დასრულებული ელიტ რაუნდის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ ქართველების მიერ ნაჩვენები თამაში მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა:

“პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადე. ახლა მსურს მადლობა იმ ხალხს ვუთხრა სითბოსთვის, ვისთანაც უშუალოდ შეხება მქონდა. დისტანცია ნამდვილად არ მიგრძვნია.

ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. ოთხივე გუნდმა მაღალი დონის და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა. საქართველოს ნაკრების თამაში სიურპრიზი იყო და ვფიქრობ, ამ გუნდს მომავალი აქვს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113336