ფეხბურთი

21:05 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგინაშვილის ჰეთ-თრიქი მოლდოვაში

მოლდოვას საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტური ბარაქიანი გამოდგა “საქსანის” 21 წლის ნახევარმცველ ირაკლი გოგინაშვილისთვის. ჩიდირ ლუნგელთა ქართველმა ფეხბურთელმა “აკადემიასთან” გასვლით შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მასპინძლები 4:1 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ გოგინაშვილმა სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა. პირველად, მან თავი მე-15 წუთზე გამოიჩინა, შემდეგ კი, მე-18 და 38-ე წუთებზეც იხეირა. ცნობისთვის, აქამდე ირაკლის ჩემპიონატში ერთადერთი ბურთი ჰქონდა შეგდებული (გასული წლის ოქტომბერში), ამჯერად კი, შეუჩერებელი იყო.

“საქსანმა” 24 მატჩში 30 ქულა დააგროვა და მოლდოვას დივიზია ნაციონალაში მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124934