სხვა

23:36 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუმოისტების 18 მედალი ევროპირველობიდან

8-10 მაისს ლიტვის ქალაქ შაულიაიში სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ქართველი სუმოისტები ოთხივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვიდნენ და 18 მედალი მოიპოვეს – 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

უფროსებში, აბსოლუტურ წონაში გიორგი მეშვილდიშვილი – ბრინჯაოს, ავთანდილ ცერცვაძე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. გუნდურში კი მეშვილდიშვილს და ცერცვაძეს გიგა გელაშვილი და გიორგი ფარადაშვილი დაემატნენ და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

23-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ – გიგა გელაშვილი (+115 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილი (აბსოლუტური). ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ზურაბ აქუბარდიამ (-115 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (-115). ახალგაზრდებმა ბრინჯაო მოიგეს გუნდურშიც, სადაც მეშვილდიშვილს და გელაშვილს გიორგი ფარადაშვილი და ნიკოლოზ სისვაძე დაემატნენ.

21-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ - გიგა გელაშვილი (+115 კგ) და გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური), ვერცხლი მოიპოვეს ნიკოლოზ სისვაძემ (-100 კგ), გიორგი ფარადაშვილმა (+115 კგ) და გიგა გელაშვილმა (აბსოლუტური). გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს დასჯერდნენ – გიგა გელაშვილი, გიორგი ფარადაშვილი, ნიკოლოზ სისვაძე და შამილ გოგოჭური.

18-წლამდელებმა 4 ბრინჯაო მოიპოვეს: ნიკოლოზ სისვაძემ (-100 კგ) და შამილ გოგოჭურმა ორი +100 კგ-ში და აბსოლუტურში, გუნდურში კი მათ დავით რაზმაძე დაემატა და თანაგუნდელებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დაეხმარა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089812