კალათბურთი

0:27 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩემპვილს” ცქიტიშვილის ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიის მე-4 მატჩში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” “ალ რიადის” დაუხვდა და ქართველი კალათბურთელის მორიგი ორმაგი დუბლის მიუხედავად, მარცხი განიცადა – 71:81.

ცქიტიშვილი ბეირუთელებთან მატჩი სასტარტო ხუთეულში იყო და შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, მისი მონაგარი კი 15 ქულა, 19 მოხსნა (7 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება იყო.

ქართველმა ფორვარდმა 14-დან 6 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ჩემპვილი” ნახევარფინალურ სერიაში 1:3 ჩამორჩა და თუკი 8 მაისს “ალ რიადისთან” სტუმრად კიდევ ერთხელ დამარცხდა, ასპარეზობას ნაადრევად დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126081