ფეხბურთი

20:18 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის დაბრუნება, ტორონჯაძის გოლი

იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში “ემპოლიმ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ტორინო.” ერთადერთი გოლი მესამე წუთზე გავიდა, ტურინელმა პადელიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა მასიმო მაკარონე შეცვალა. იტალიის სერია ა-ს 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 41 ქულით მე-13 ადგილზეა.

ფარერის კუნძულების ჩემპიონატის მე-9 ტურში “სუდურუმ” სტუმრად 3:2 დაამარცხა “იფი.” “სუდურუს” შემადგენლობაში მამუკა ტორონჯაძემ და ვალერი იობაშვილმა სრულად ითამაშეს. 70-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა, ქართველი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი გამოიყენა. ფარერის კუნძულების 10 გუნდიან ჩემპიონატში “სუდურუ” 9 ქულით მერვე ადგილზეა.

http://kvf.fo/netvarp/sv/2015/05/04/15050432iffcsuduroy

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128942