საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა და 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელომა სოლომონ კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გოლი პირველად გაიტანა. მოსკოვის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 23-ე წუთზე, მახვილი კუთხიდან თავური ლამაზი დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
"რუბინში" ასპარეზობის პერიოდში კვირკველიასთვის აღნიშნული გოლი მეორე გახლავთ. ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი ქართველმა მცველმა 2011/12 წლების სეზონში "ამკარის" წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში გაიტანა, მაშინ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.







