ფეხბურთი

22:03 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას გოლი, ყენიას საგოლე პასი

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში მოსკოვის “ტორპედო” შინ ყაზანის “რუბინს” დაუზავდა (2:2). საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა. მან 23-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. კვირკველიამ მიმდინარე სეზონში “რუბინის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ყაზანელთა განაცხადში ასევე მოხვდა მამუკა კობახიძე, თუმცა არ უთამაშია. რუსეთის პრემიერლიგის 16 გუნდიან ჩემპიონატში ყაზანის “რუბინი” 44 ქულით მე-5 ადგილზეა.

ჩეხეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში პრაღის “სლავიამ” შინ 2:0 დაამარცხა “ბუდეიოვიცე.” ანგარიში პირველ წუთზე ლევან ყენიას პასით მილან შკოდამ გახსნა. შკოდამ 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ლევან ყენია კი 58-ე წუთზე შეცვალეს. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 28 ქულით მე-13 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “ერმისი” შინ “ანორთოსისს” დაუზავდა (1:1). ფამაგუსტელთა ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი აბურჯანიამ და ირაკლი მაისურაძემ სრულად ითამაშეს. “ანორთოსისი” 49 ქულით მეხუთე ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ახნასმა” შიმ 2:1 დაამარცხა “ნეა სალამინა.” სტუმართა ნახევარმცველი გიორგი პაპავა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შესვენებისას შეცვალეს. შოთა გრიგალაშვილი ტრავმირებულია. ექვსეულში “ნეა სალამინა” 30 ქულით მესამე ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “დოქსასა” და “ოთელოსის” მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. “ოთელოსის” სასტარტო შემადგენლობაში როინ კვასხვაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი მოხვდნენ. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა, გრიგალაშვილი კი 85-ე წუთზე შეცვალეს. ლევან ხმალაძე განაცხადში ვერ ვიხილეთ. “ოთელოსი” 21 ქულით ბოლო ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში “ქასიმფაშამ” შინ 5:3 დაამარცხა “ბურსა.” მასპინძელთა განაცხადში მოხვდა ლაშა დვალი, თუმცა არ უთამაშია. თურქეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 35 ქულით მე-10 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-6 ტურში “სტაბეკმა” შინ 1:0 დაამარცხა “მიონდალენი.” მასპინძელთა სასტარტოში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 13 ქულით მეორე ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-5 ტურში “კტპ-მ” შინ 3:2 დაამარცხა “ვპს.” მასპინძელთა განაცხადში მოხვდა გიორგი ოსიტაშვილი, თუმცა არ უთამაშია. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კტპ” 5 ქულით მე-7 ადგილზეა. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 13 ქულით მეორე ადგილზეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-5 ტურში “მარიეჰამნიმ” “კუპსი” მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “კუპსის” შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. “კუპსი” 7 ქულით მეხუთე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში “უიპეშტმა” შინ 1:0 დაამარცხა “დიორი.” “დიორის” განაცხადში მოხვდა გიორგი ქვილითაია, რომელიც თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “დიორი” 32 ქულით მე-9 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136205