სხვა

12:38 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა. აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მისი მინისტრობის დროს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო შეაჯამა და სამინისტროს მიერ სამომავლოდ დასახულ ამოცანებზე ისაუბრა.

გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ლევან ყიფიანმა ასე ახსნა: „არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა და მივმართავ, ასევე მოიქცნენ ეს ადამიანებიც და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტიდან ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოსტზე იგი 2012 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა.

სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას “მსოფლიო სპორტი” მოგვიანებით მოგაწვდით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127297