სხვა

16:30 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეზი დავითაძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია

პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენმა რეზი დავითაძემ მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ატაცში 130 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში – 162 კგ, რამაც ახალგაზრდა ძალოსანს საბოლოო ჯამში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული მოუტანა. რეზი პირველადგილოსან კოლუმბიელ ჯეისონ ლოპესს 5 კილოგრამით ჩამორჩა.

“პერუს დედაქალაქ ლიმაში, 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. რა თქა უნდა, შემეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ატაცში ორჯერ ვერ ავწიე, რამაც შემაფერხა. პირველადგილოსანმა კოლუმბიელმა ძალოსანმა ჯამში 5 კილოგრამით გამასწრო. პირველად მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირზე და საკმაოდ წარმატებულადაც” – განაცხადა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა რეზი დავითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093314