ოთარ მარცვალაძემ რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ “ტოსნოსთან” ხელშეკრულება შეწყვიტა. ეს აქტი ორმხრივი შეთანხმების შემდეგ განხორციელდა. ქართველმა ფორვარდმა წლეულს ტოსნოელთა შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ამ ინფორმაციას “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, მარცვალაძეს კი სამომავლოდ წარმატებას უსურვებს.







