ფეხბურთი

3:20 | 12.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის საგოლე პასი, მაკარიძის სამი ქულა

ჰოლანდიის ერედივიზიონის 30-ე ტურში “ვიტესმა” გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა “ექსელსიორი.” გამარჯვებულთა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. არნემელთაგან დუბლი შეასრულა ტრაორემ, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ყაზაიშვილის პასის შემდეგ იბარამ დააფიქსირა. სატურნირო ცხრილში “ვიტესი” 51 ქულით მე-4 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასში შჩეცინის “პოგონმა” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “იაგელონია.” დამარცხებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი ფოფხაძემ, ასევე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ნიკა ძალამიძე, რომელიც 45-ე წუთზე შეცვალეს. პოლონეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების გუნდი 42 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში “ფეირენსემ” შინ 2:1 დაამარცხა “ლეიქსოსი.” გიორგი მაკარიძემ მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა. ქართველი მეკარის გუნდი 24 გუნდიან ჩემპიონატში 65 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, მეორე ადგილოსანს 3, ლიდერს კი ოთხი ქულით ჩამორჩება.

ჩეხეთის ჩემპიონატში პრაღის “სპარტამ” შინ 2:1 დაამარცხა თანაქალაქელი “სლავია.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლევან ყენია, რომელიც 69-ე წუთზე გააფრთხილეს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი შეცვალეს. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 25 ქულით მე-12 ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=7LF6o_yGyww

გერმანიის მესამე ლიგის 32-ე ტურში “ჰალეშერმა” გასვლით მატჩში 2:1 დაამარცხა “ერფურტი.” გამარჯვებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა აკაკი გოგია. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ჰალშერი” 49 ქულით მე6 ადგილზე იმყოფება და მესამე ადგილამდე 6 ქულა აშორებს.

https://www.youtube.com/watch?v=7xw1wYpNEqU

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში “დნიპროსა” და “მეტალისტის” მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ჯაბა კანკავამ. ამ ეტაპზე “დნიპრო” 41 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ლიდერ კიევის “დინამოს” 7, ხოლო “შახტარს” 3 ქულით ჩამორჩება.

დონეცკის “შახტარმა” შინ 5:0 დაამარცხა ოდესის “ჩერნომორეცი.” სტუმართა განაცხადში არ იმყოფებოდა 20 წლის ქართველი მცველი გიორგი გადრანი. ოდესელები სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილს იკავებენ.

დონეცკის “მეტალურგმა” შინ 4:2 დაამარცხა თანაქალაქელი “ოლიმპიკი.” სტუმართა განაცხადში მოხვდა ზაურ მახარაძე, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. “ოლიმპიკი” 22 ქულით მე-9 ადგილზეა.

0.119086