კალათბურთი

10:13 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

4 ქულა და მარცხი “ორლანდოსთან”

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “ორლანდო მეჯიქთან” 90:97 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო 2-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელიც “ორლანდომ” 9:2 მოიგო.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი და 21 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთიც მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა “ორლანდოს” ფორვარდმა ტობიას ჰარისმა ჩააგდო. “მილუოკiში” 18 ქულით ერსან ილიასოვა გამოირჩა.

“მილუოკი” 38 მოგებით და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120788