| | |
|
00:18 | 15.01.2015 სანიკიძის “უნიკსმა” ჩეხები დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ყაზანელები შინაურ კედლებში ჩეხურ “ნიმბურკს” დაუხვდნენ და 75:67 იმარჯვეს.
| |
23:40 | 14.01.2015 შერმადინის “კანტუმ” ბოლო წამებზე წააგო
ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში გიორგი შერმადინის “კანტუმ” ჟ ჯგუფის ფავორიტი რუსული “ხიმკი” დაამარცხა, დღეს კი, სალონიკში პაოკ-ის ძლევამდე ცოტა დააკლდა.
|
|
22:30 | 14.01.2015 ზაზამ “ჩელსის” სტადიონი მოინახულა
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ლონდონში იმყოფება და “ნიუ იორკ ნიქსთან” მატჩისთვის ემზადება, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სპეციალური პროგრამის ეგიდით შედგება.
| |
20:06 | 14.01.2015 ჰუფნაგელის დუბლი “ინგოლშტადტთან”
“უნტერჰახინგის” ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, “ინგოლშტადტთან” ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა.
|
|
18:22 | 14.01.2015 “ტოსნო” სეზონის განახლებისთვის ოთხი ქართველით ემზადება
რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი ტიხვინის “ტოსნო” სეზონის განახლებისთვის კვიპროსში ოთხი ქართველით ემზადება.
| |
17:33 | 14.01.2015 მოსკოვის “დინამომ” “რუბინს” კვირკველიას თაობაზე ოფიციალურად მიმართა
მოსკოვის “დინამოს” ხელმძღვანელობამ ყაზანის “რუბინს” სოლომონ კვირკველიას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ავტორიტეტული რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.
|
|
14:15 | 14.01.2015 ლორია და მერებაშვილი “პანაიტილიკოსთან” ვერ ითამაშებენ
ოფი-ს მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ოთხშაბათს საბერძნეთის სუპერლიგის მე-18 ტურში “პანაიტოლიკოსთან” სტუმრად ჩასატარებელ მატჩში კრეტელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ.
...
| |
13:36 | 14.01.2015 “ვიტესის” ადვოკატი: “ჟორდანიამ ვერაფერი ისწავლა”
არნემის “ვიტესის” ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას სარჩელთან დაკავშირებით ჰოლანდიური სასამართლო ვერდიქტს ორ კვირაში გამოიტანს.
|
|
13:11 | 14.01.2015 კაშია ჰოლანდიის ერედივიზიონის პირველი წრის იმედგაცრუებათა სიმბოლურში
ჰოლანდიური ინტერნეტპორტალ voetbalcentraal.nl-ის ვერსიით, არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის პირველი წრის იმედგაცრუებათა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
პირველ წრეში “ვიტესის” 27 წლის კაპიტანმა ...
| |
13:01 | 14.01.2015 გოგიამ “ჰერტასთან” მოიგო
მე-3 ლიგის “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ბუნდესლიგის ბერლინის “ჰერტა” 3:1 დაამარცხა და ანგარიში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გახსნა.
|