გულუხვი, ცხელი და თამამი ნორა (ფოტოგალერეა)

აშშ-ს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ტიმ ჰოვარდი ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რადგან საკმაოდ წარმატებულად იცავდა ნაკრებისა თუ სხვადასხვა კლუბების კარს.

განსაკუთრებუთ გამორჩეული კარიერა ტიმს ლივერპულის „ევერტონში“ ჰქონდა, სადაც 10 წელი უკონკურენტო იყო. ჰოვარდი უკვე წლებია ასევე უკონკურენტოა ნორა სეგურასთვისაც. ნორა ტიმის მეორე ნახევარია, რომელიც სოციალურ ქსელს მოსვენებას არ აძლევს. სეგურას ინსტაგრამში რომ შეიხედოთ, ისეთი ფოტო, სადაც ტანს სამოსი უმშვენებს, სანთლით უნდა ეძებოთ.

ალაგ-ალაგ თუ წააწყდები და ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისსაც აღმოაჩენთ - „იუვენტუსის“ მაისურში. თავს ვერ დავდებთ, რომ პირმშვენიერი ნორა იუვენტინაა, მაგრამ ფაქტია ფეხბურთთან ასოცირებული ფოტო მხოლოდ ესაა.

ისე კი, სითამამე და სიშიშვლე იცოცხლეთ - თვალს წყალს დავალევინებო, ნორას სოციალურ ქსელზეა ნათქვამი და როგორც ჩანს, დიდად არც ტიმ ჰოვარდს ანაღვლებს მეუღლის დედიშობილა ფოტოების სამსჯავროზე გამოფენა...

სხვა ალბომები
0.116352