ბლოგი

10:44 | 28 ნოემბერი, 2011

პატარა სანდრო და ვიქტორ სანეევი

აი, უკანასკნელი აღმართიც დამთავრდება და სკოლაც გამოჩნდება. ძველი, ხის სკოლა, სადაც ერთადერთი მოსწავლე, მეშვიდეკლასელი სანდრო სწავლობს. სანდროს მთელი სოფელი, რუსეთთან ომის შემდეგ, კარგა ხანია ქალაქშია გახიზნული. მთის სოფელში ცხოვრება ომის გარეშეც ძნელია. მხოლოდ 12 წლის სანდროს მშობლებმა და კიდევ სამმა ოჯახმა ვერ შეძლო საკუთარი სახლის მიტოვება.

11:37 | 24 ნოემბერი, 2011

კვირადღე ჩოხატაურში

შემოდგომა, გურია, ჩოხატაური, ნოემბრის ბოლო... კვირა დღეა და მთელი ჩოხატაური ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე – ჩოხატაურის ბაზარშია შეკრებილი. ნოემბრის ბოლოს მზიანი დღე გამოვიდა და აბა, ვინ გაუშვებს ხელიდან ბაზარში გასვლისა და ხალხთან “პაწა გასაუბრების” შანსს?! აქეთ ჯანჯუხა იყიდება, იქით ყველი და თხილი. ქალაქის მთავარ მოედანთან, ერთ ძველ, ნახევრად ღია ჯიხურში ხაშიც კი იყიდება.

12:55 | 20 ნოემბერი, 2011

ქართველი ბიზნესმენი რომ იყოთ...

სანამ ქართველ ბიზნესმენებს გავაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ისინი ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას ერიდებიან, მოდით, ჯერ ყველამ ჩვენს-ჩვენს დიდ-პატარა გულებში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ, ჩვენ (თუნდაც ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი) რომ ვიყოთ ფულიანი ბიძების ადგილზე, მივცემდით თუ არა თავს უფლებას, ქართულ ფეხბურთში ფული მარტივად და ერთი ხელის მოსმით ჩაგვედო...

11:26 | 14 ნოემბერი, 2011

საბელით დაბმული არგენტინა

არგენტინის ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო. ამჯერად ბუენოს აირესში, შესანიშნავი ქომაგობით განთქმულ სტადიონ ”ელ მონუმენტალზე”, “სახლის გუნდად“ ცნობილ ბოლივიასთან. ფაქტია, რომ ალეხანდრო საბელიას მძიმე დღეები უდგას და ვარსკვლავებით გადაძეძგილი არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ყველაზე მთავარი კითხვა კი, მაინც იგივე დარჩა: ასეთი უსაშველო და მოუგვარებელი რა სჭირს არგენტინის ნაკრებს?..

12:09 | 07 ნოემბერი, 2011

“მერანი-91” - ერთი თბილისური გუნდი

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ავჭალელი ბავშვებისათვის ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაში და ფეხბურთის ცქერა იყო. სად იყო მაშინ ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშები, სამოგზაურო ტურები და ბავშვთა გასართობი კლუბები... ან ეს ყველაფერი რომც ყოფილიყო, ვის ჰქონდა სამაგისო ფული?! სტადიონი ”სინათლე”, რომელიც დღეს სტადიონ ”ავჭალად” არის გადანათლული, ლამაზიცაა და კეთილმოწყობილიც, მაშინ ერთი მიგდებული ნანგრევები იყო, სადაც კარის ძელსაც კი სეზონში ერთხელ თუ ღებავდნენ, მაგრამ ამას ვინ მიაქცევდა ყურადღებას, როდესაც იცოდნენ, რომ ამ მინდორზე უმაღლეს ლიგაში აღზევებული მათი უბნის გუნდი – ”მერანი-91” თამაშობდა.

11:36 | 03 ნოემბერი, 2011

”ნაპოლი” და ნეაპოლელები

რა საჭიროა ოქრო, ვერცხლი და თვალ-მარგალიტი, როდესაც შეგიძლია შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვე, რომ შენთან, შენს ქალაქში, შენს სტადიონზე დიეგო მარადონა თამაშობდა. რა საჭიროა დიდი ცათამბჯენები და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები, როდესაც ოცი წლის წინ, შენც სხვა ნეპოლელებთან ერთად, ”სან პაოლოს” ტრიბუნებზე იჯექი და იტალიის ბობოლა გუნდების დამარცხებით ტკბებოდი...

13:14 | 31 ოქტომბერი, 2011

ევროპა ცვლილებების მოლოდინშია!

“თუ ახლაც ლეო მესის მისცეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაშინ დავიჯერებ, რომ მსოფლიო ფეხბურთს მართლა მაფია მართავს”, – მეუბნება ერთ-ერთი ნაცნობი ”რეალის” ქომაგი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუკი სამართალი არსებობს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს წლეულს მაინც უნდა მიანიჭონ მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული.

12:54 | 27 ოქტომბერი, 2011

სულ სხვა პრემიერლიგა

ჭეშმარიტად დიდი ბედნიერებაა, როდესაც ფეხბურეთი გიყვარს და მანჩესტერში, ევროპული მასშტაბებით ამ პატარა ქალაქში ცხოვრობ. არა აქვს მნიშვნელობა, ”ქალაქელებს” გულშემატკივრობ თუ ”ეშმაკებს”, თუკი ნამდვილი მანჩესტერელი ხარ, შენი ქალაქის დერბი განსაკუთრებულად უნდა გაღელვებდეს. განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც ”სიტიმ” წამოიწია, მხრები შეიფერთხა და ახლა უკვე პრემიერლიგის სათავეშია მოქცეული.

19:10 | 23 ოქტომბერი, 2011

მოჯი – მამა თუ ნათლიმამა?!

”სენიორ ლუჩიანო, თქვენ ამიერიდან სამუდამოდ გეკრძალებათ ფეხბურთთან ყოველგვარი კავშირი. მოგიწევთ პოსტის დატოვება და განზე განდგომა”, – როდესაც ეს სიტყვები ნეაპოლელმა მოსამართლემ ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილ დირექტორსა და მმართველს, ლუჩიანო მოჯის უთხრა, სასამართლოს დარბაზი “იუვენტუსისადმი“ გულცივად განწყობილი ხალხით იყო სავსე და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტაშის გრიალით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ, სილვიო ბერლუსკონის მიერ მართულ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ თითქოს, მოჯის “იუვედან“ გაშვებას სრულიად იტალია სიხარულით შეხვდა და სამართლიანობამ საბოლოოდ იზეიმა.

11:37 | 20 ოქტომბერი, 2011

მარადონა არაბეთშიც ცუნდრუკებს

როგორც ჩანს, დიეგო მარადონა სადაც კი წავა, უკან ყველგან სამკაპმომარჯვებული რქებიანი წითური არსება დაჰყვება, რომელიც მუდამჟამს ათას სისულელეს ეჩურჩულება და ისედაც სისულელეებსნაჩვევ დიეგოს, აბა, მეტი ხომ არაფერი უნდა? ჯერ ერთი წელიც არაა, რაც მარადონა არაბეთის საემიროების კლუბ “ალ ვასლის“ თავკაცობს, მაგრამ იმდენი უკვე “შეძლო“, რომ ნაკლებად პრეტენზიული არაბი ქომაგებისა და კლუბის ჯიბესქელი პრეზიდენტის, მარვან ბინ ბაიატის გულისწყრომა დაიმსახურა.

11:40 | 16 ოქტომბერი, 2011

თავისმომჭრელები

გასულ კვირას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩააგრიხინა. სწორედაც რომ ”ჩააგრიხინა” და თან ისე, თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოძველებული საბჭოური ავტომანქანები რომ ჩაიგრიხინებენ ხოლმე შუაღამით და ძილს გვიფრთხობენ. ჯგუფში მე-5 ადგილი დავიკავეთ და თუკი, თბილისში ხორვატიასთან გამართულ მატჩს არ ჩავთვლით, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მხოლოდ მატჩების ბოლო წუთებში წაგება-მოგებებით შეიძლება დაგვამახსოვრდეს.

<< პირველი<< წინა6970717273747576777879შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.333179