რაგბი

21:20 | 03.03

რაგბი ევროპა | მზადება ლისაბონში

ბორჯღალოსნები მესამე დღეა ლისაბონში იმყოფებიან და პორტუგალიასთან 6 მარტს გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

00:25 | 02.03

აბუსერიძე: "რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება?"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მან ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბაება ის ფაქტი, თითქოს ცდილობენ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას. ასევე აბუსერიძემ იმ ვეტერან მორაგბეთა არასრული სია გამოაქვეყნა, რომლებიც სწორედ მას უჭერენ მხარს.

205579,205519

10:13 | 12.02

რუსი მორაგბე: "ეს საქართველოს ნაკრები უნდა დაგვემარცხებინა"

რუსეთის ნაკრებისა და ინგლისური „შარკსის“ მორაგბემ ვალერი მოროზოვმა საქართველოს ნაკრებთან მატჩი შეაფასა, რომელშიც მას არ უთამაშია. 26 წლის მოროზოვის განცხადებით, რუსეთმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს საქართველოს ...

14:21 | 11.02

ოფიციალურად: "ტულონმა" გიგაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

საქართველოს ნაკრების მორაგბემ ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

23:40 | 08.02

ლეგიონერები | კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში

ბორჯღალოსანთა ახალგაზრდა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ, ინგლისის ‘გლოსთერის’ მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

17:23 | 08.02

საჯარო რეესტრმა აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზეა და გამგეობის წევრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად ...

15:06 | 08.02

შანსი საქართველოს - უორბარტონის აზრით, იტალიის თამაში 6 ერის დონეს არ შეესაბამება

უელსის ნაკრების ექს კაპიტანი სემ უორბარტონი 6 ერში ცვლილების მომხრეა. მან BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნული საკითხზე კომენტარი გააკეთა.

13:59 | 08.02

მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია.

20:25 | 07.02

რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: "ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:0 იქნებოდა"

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯოუნზმა საქართველოსთან (7:16) მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ არც კი წარმოედგინა, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 თუ იქნებოდა.

19:57 | 07.02

მერაბ შარიქაძე: "ინგლისთან არ გვინერვიულია ისე, როგორც ახლა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან (16:7) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

19:40 | 07.02

ლევან მაისაშვილი: "წაგების საფრთხეში წამითაც არ ვყოფილვართ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუსეთის ნაკრებთან (16:7) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

16:50 | 07.02

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთი ზედიზედ მე-19-ედ დაამარცხეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ორჯერ გადადებული მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, როგორც იქნა ჩატარდა. „მიხეილ მესხზე“ ლევან მაისაშვილის გუნდმა პრინციპულ მეტოქეს უმასპინძლა და გამარჯვებათა სერია ...

0.681182