რაგბი

13:12 | 16.12

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად შესაძლოა ლეგენდარული ახალზელანდიელი დაინიშნოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ახალზელანდიელი უორენ გეტლანდი დაინიშნოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Ruck-ი იტყობინება.

11:05 | 15.12

რიჩარდ ქოქრილი ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

253432,253403

15:25 | 30.11.2025

დიდი 10 | არესი 47:17 ხვამლი

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბონუს-ქულით, 47:17 სძლია და 10 ტურის შემდეგ crocobet დიდი 10-ის სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს.

16:17 | 29.11.2025

დიდი 10 | აია 45:29 გორი

ქუთაისის ‘აიამ’ უხვქულიან მატჩში ‘გორს’ 45:29 აჯობა, სატურნირო ცხრილში 33 ქულა მოაგროვა და ლიდერებს გაუტოლდა, თუმცა ‘არესსა’ და ‘ბათუმს’ მე-10 ტურის შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

22:35 | 28.11.2025

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

crocobet დიდი 10-ის მეორე წრე „რაგბი პლატოზე“ დედაქალაქური დერბით დაიწყო. დაძაბულ შეხვედრაში ‘არმიამ’ ‘ლელოს’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 23:19 სძლია და „სარბიელის სინს“ დაეუფლა.

15:20 | 28.11.2025

ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასზე იმსაჯებენ

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმაღლესი დონის ტურნირზე - ჩემპიონთა თასზე, ოთხი ქართველი მსაჯი იმუშავებს.

13:05 | 28.11.2025

სამხრეთ აფრიკული ‘კუდუ’ - სამი გუნდით საქართველოში

სამხრეთ აფრიკული ‘კუდუს’ წვეულთა სამი ასაკობრივი გუნდი, დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა და როგორც ქართულ კლუბებთან, ასევე 20-წლამდელთა სელექციასთანამხანაგურ თამაშებს გამართავს.

12:26 | 26.11.2025

7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვი

სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი, Sharks Academy-ს დამფუძნებელი რულოფ კოცე 10 დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოს 7-კაცა ნაკრების მწვრთნელს - გიორგი ნოზაძეს კონსულტაციებით ეხმარებოდა. ...

20:49 | 24.11.2025

დიდი 10 | ხვამლი 23:22 წიქარა

crocobet დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნით მატჩში, თბილისის ‘ხვამლმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘წიქარას’ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 23:22 აჯობა.

19:50 | 24.11.2025

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის წილისყრაზე მესამე კალათაშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერია იაპონიასთან მარცხით დაასრულა (23:25), არადა, მოგებასთან, რომელიც ძალიან მნშვნელოვანი იყო, წამები დააკლდა - „ბორჯღალოსნებმა“ ბოლოს გაუშვეს 3 ქულა, ...

15:44 | 24.11.2025

დიდი 10 | ხარები 34:31 გორი

რუსთავის ‘ხარებმა’ crocobet დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნით მატჩში გორის ‘გორი’ 34:31 დაამარცხა, მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.

16:40 | 23.11.2025

18 წ. | თასი ესპანეთს დავუთმეთ

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა საქართველოს 16:11 სძლია და 6-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ ჩვენს გუნდს თასი ჩამოართვა.

1.506022