ძიუდო

16:47 | 17.04

0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევისი შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლამაზი იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

17:02 | 16.04

0
გიორგი სარდალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

თბილისში, დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა.

256679,256657

14:35 | 26.10.2013

41მატიაშვილი ოქროს შეუტევს, ზაქარიაძე - ბრინჯაოს

ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსნების, ლევან მატიაშვილისა და გიორგი ზაქარიაძის მეოთხედფინალური დაპირისპირება, მატიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ...

13:51 | 26.10.2013

12მსოფლიოს ტატამზე ქართული მეოთხედფინალი შედგება

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსნები ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან. მატიაშვილი შეჯიბრში პირდაპირ ...

21:03 | 25.10.2013

55ბექა ღვინიაშვილის ოქროს კოლექცია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ასაკობრივ ჩემპიონატებში მოპოვებული ოქროების სრული კოლექცია შეკრა. ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა, წლეულს ახალგაზრდების ...

19:46 | 25.10.2013

38ღვინიაშვილი ოქროს დუბლს მიუახლოვდა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველ ძიუდოისტს ბექა ღვინიაშვილს, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ...

16:18 | 25.10.2013

15ღვინიაშვილი მსოფლიოს ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ღვინიაშვილი საქმეში ...

13:57 | 24.10.2013

33სამი სტარტი – სამივე მარცხიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. ჯერ კიდევ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ ქართველი ძიუდოისტებისთვის ...

20:48 | 23.10.2013

45ლერი ჭელიძე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლერი ჭელიძემ (55 კგ) სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხუთდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟებში ...

16:42 | 23.10.2013

5ჭელიძე რეპეშაჟის ნახევარფინალშია

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ხუთდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლები ვაჟებში ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში ...

17:19 | 16.10.2013

18გუგავამ ათეული შეავსო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. სეზონის ბოლო და უმთავრესი საერთაშორისო შეჯიბრება 23-28 ოქტომბერს სლოვენიის ...

21:26 | 13.10.2013

4მეტრეველის ოქრო მინსკში

შაბათ-კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ძიუდოში ევროპის თასის გათამაშება შედგა, სადაც ქართული დელეგაცია მხოლოდ 2 სპორტსმენით გახლდათ წარდგენილი. მათგან ერთმა ნოდარ მეტრეველმა ჩინებულად იასპარეზა და ოქროს ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.711067