ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:59 | 23 აპრილი, 2015

დიდი გუნდი ბურთთან ერთი შეხებითაც იცნობა...

“უკეთუ ერთი მოსისხარი შემოვიდეს მიწასა შენსა ზედა, მას მოჰყვება მრავალნი, რამეთუ მტერი იგი ლაღობს სატანჯველითა ქუეყნისა და უკეთუ არღარაა ბრძოლა, არღარაა იმედი გამარჯვებისა”.

ლევან სეფისკვერაძე

10:36 | 19 აპრილი, 2015

გადარეული ეგვიპტელი

ობიექტურად რომ ვთქვათ, გაწიე-გამოწიე, ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ერთი ჩვეულებრივი, ცხენივით მორბენალი ჩია ტანის ფეხბურთელია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდ ვარსკვლავთა შორის სახელის დამკვიდრებაზე ალბათ ვერც კი იოცნებებს.

ლევან სეფისკვერაძე

11:10 | 16 აპრილი, 2015

იქ, სადაც სიძულვილი მეფობს...

ეს ახლაა, დავით აღმაშენებელს რომ მთელი საქართველო აღმერთებს და წმინდანადაც კი გამოაცხადეს. დავითის თანამედროვეების გარკვეულ ნაწილს კი აღმაშენებელი სძულდა და ამას მაშინდელი მთავრების მეფისადმი დამოკიდებულებაც ნათლად ცხადყოფს.

ლევან სეფისკვერაძე

13:45 | 09 აპრილი, 2015

დაპირისპირება ქართულ სპორტში - ისტორიის გაკვეთილები

ისტორია გვარიგებს, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ქართულ სპორტში არსებული სხვადასხვა დაპირისპირებების ისტორია კი გვასწავლის, რომ მართალი და მტყუანი არ არსებობს, რადგან მართალი ხშირად მტყუანის გაგრძელებაა, მისი არჩეულია, მისი დაფრთიანებულია, მისი მხარდაჭერილია, ტაშდაკრულია და გარმონგაწელილია. ჰოდა, მთავარი უბედურებაც ესაა...

ლევან სეფისკვერაძე

10:20 | 05 აპრილი, 2015

ნატო, ეკა და ქართული რაგბი

საქართველოში დაბადება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ამ ქვეყანაში გაჩენისთანავე ყველანი იმდენი უცნაური და უსამართლო რამისთვის ვართ განწირული, მეეჭვება სხვაგან სადმე იყოს ამდენი საფიქრალი და სათავცემო ამბები. არადა, ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ თავისით აქამდე ჯერ არაფერი გაკეთებულა და არც გაკეთდება.

ლევან სეფისკვერაძე

20:18 | 02 აპრილი, 2015

რა მოხდა მონტენეგროში?

ერთი კვირის წინ, მონტენეგროში რუსეთის ნაკრებს აგინეს, ბოთლები დაუშინეს, დამამცირებელი შინაარსის შემცველი პლაკატები გამოუკრეს და როგორც იტყვიან, თავზეც გადაუარეს. აკინფეევის თავში მოხვედრილი ბოთლი იქით იყოს, მაგრამ რუსეთის ნაკრები სხვათაგან ზიზღსა და რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად თბილ დამოკიდებულებას უკვე ისე მიეჩვია, რომ როგორც ერთი რუსი ბლოგერი ნახევრად ხუმრობით წერს, ზიზღი რუსი ფეხბურთელების თანმდევი რამ გახდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:36 | 29 მარტი, 2015

როგორ დავამარცხოთ გერმანია

იცით, რატომ დამარცხდა უძლეველი რომის არმია ჯერ გოთებთან და შემდეგ ტევტონებთან? იმიტომ, რომ რომაელებმა საკუთარი უძლეველობა სისხლხორცეულად ირწმუნეს და წარმოუდგენელი ეგონათ, “ვიღაც გერმანელებთან” ბრძოლის წაგება.

ლევან სეფისკვერაძე

10:57 | 26 მარტი, 2015

ნაკლებადშესანიშნავი სამეული

სამი რამ გვიყვარს ქართველებს ყველაზე მეტად: თავის გამოჩენა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველაფრის გათეატრალება და უღირსი ხალხის ლამის ეროვნულ გმირებად და “უცოდველ კრავებად” გამოცხადება.

ლევან სეფისკვერაძე

11:10 | 22 მარტი, 2015

გვახსოვდეს რობერტო!

პირთამდე გაძეძგილი ტრიბუნები, ემოციების კულმინაცია, მსაჯის სასტვენი, გამორბენი, დარტყმა დააა.... ბურთი ჰაერში აფრინდა და ასცდა კარს, რასაც იტალიელების საშინელი გმინვა და ბრაზილიელთა სიხარულის ყიჟინა მოჰყვა. ამ სანახაობით პირდაფჩენილი იანკები კი ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ – ნუთუ ეს ყველაფერი მათთან ხდებოდა, ნუთუ ეს რეალობა იყო...

ლევან სეფისკვერაძე

10:41 | 15 მარტი, 2015

ფანატიკოსები

ზლატან იბრაჰიმოვიჩზე შვედები ლამის უკვე პოემებს თხზავენ, თუმცა რაღა ლამის? აგერ, ორი თვის წინ, შვედეთში კლუბიც კი შეიქმნა, სადაც იბრაჰიმოვიჩი ერთგვარი სექტის კულტად იქცა და დიეგო მარადონას მსგავსად, შესაძლებელია სულ მალე ეს ჩვენი ზლატანიც წმინდანად თუ არა, უცდომელად მაინც გამოცხადდეს.

ლევან სეფისკვერაძე

10:49 | 12 მარტი, 2015

რა არის დიდი პრობლემის სათავე?

ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და სპორტის ერთობლივი სატკივარია, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლები სათანადო ცოდნისა და მომზადების დონით ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ არათუ ევროპულ, არამედ ზოგად სტანდარტებს, რაც სპორტის მასწავლებელს ალბათ ყველგან უნდა მოეთხოვებოდეს. ამის მიზეზებზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ სკოლებში სპორტის სწავლებისადმი არცთუ სერიოზული დამოკიდებულებაა.

<< პირველი<< წინა3839404142434445464748შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.364862