სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

13:36 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2014: ფესტივალი ისევ ზღვაზე, ამჯერად ანაკლიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

3 აგვისტოს, სპორტულ ფესტივალს „საქართველო 2014“, ანაკლიის საზღვაო ნაპირი უმასპინძლებს. საფესტივალო ღონისძიებები ბულვარში მდებარე სპორტულ მოედანზე გაიმართება.

სამეგრელო არის რიგით მეშვიდე რეგიონი, რომელსაც ფესტივალი ესტუმრება. აქამდე, „იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა“ სლოგანით მიმდინარე სპორტული ღონისძიებები ზესტაფონში, რუსთავში, ოზურგეთში, დუშეთში, ბათუმში და ყვარელში ჩატარდა.

ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება, მიმდინარე წელს სპორტის სამ სახეობას აერთიანებს, ესენია: მაგიდის ჩოგბურთი, სამოყვარულო ხელბურთი და მინი ფეხბურთი და მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას, მასობრიობის ზრდას, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას და მის პოპულარიზაციას.

სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეთა რეგისტრაცია ანაკლიის „აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ მოედანზე, დილის 11:00 სთ-დან დაიწყება, ხოლო თამაშები 12:00 სთ-დან აიღებს სტარტს და პარალელურად წარიმართება, რის შედეგადაც რეგიონალური ჩემპიონები გამოვლინდებიან.

ცნობისათვის, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ერთეულთა თანრიგში იმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ქალ და ვაჟ მოყვარულებს შეუძლიათ, რომლებიც ბრმა წილისყრის შედეგად, შერეული პრინციპით გამოავლენენ საუკეთესოებს. რაც შეეხება სამოყვარულო ხელბურთს, სპორტის ამ სახეობაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები საქართველოში პირველად ტარდება და აქაც მონაწილეთა შორის გენდერული ბალანსია დაცული: თითო გუნდი ორ-ორი ვაჟი და ქალი მოყვარულით უნდა იყოს დაკომპლექტებული, სადაც მონაწილეთა შერჩევა ასევე თავისუფალი პრინციპით ხდება.

რაც შეეხება მინი ფეხბურთს, ფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ იმართება, საქართველოს ჩემპიონატი მოყვარულთა შორის, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. 3 აგვისტოს საფესტივალო დღეს, დასავლეთის ლიგის VI ტურის შეხვედრები დაასრულებს, რომელიც 16:00 სთ-დან აიღებს სტარტს.

ამ ტურის წინ საპლეიოფო ოთხეული ფაქტიურად გარკვეულია. 12 ქულით პირველ ადგილზე „ბათუმის წყალი“ იმყოფება, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება თანაქალაქელი „ბათუმი“. 10-10 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე, მფკ სამტრედია და მფკ ოზურგეთი იმყოფებიან. ოთხეულში მოხვედრის თეორიულ შანსს, „GM-ჭიათურა“ და მფკ ლაზიკა ინარჩუნებენ, რომლებსაც 4-4 ქულა აქვთ. ეს ტური დიდი ალბათობით საბოლოოდ გაარკვევს კიდეც პლეიოფში გამსვლელთა ვინაობას და მთავარი ინტრიგა ოთხეულში ადგილების გადანაწილება დარჩება.

 

03.08.2014. ანაკლია. საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. დასავლეთის ლიგა. VI  ტური („აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორია)

16:00  მფკ სამტრედია - მფკ ზესტაფონი

17:00 GM- ჭიათურა (ჭიათურა) - კრედო (ქუთაისი)

18:00  ბათუმი (ბათუმი) - ბათუმის წყალი (ბათუმი) 

19:00  მფკ ოზურგეთი - მფკ ლაზიკა (ზუგდიდი)

 

ფესტივალის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.142719
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X