კალათბურთი

18:45 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ოპერაციას 29 ივლისს გაიკეთებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ინფორმაციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე შენგელიას ტრავმირებული მუხლის მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამერიკაში მყოფ “თოკოს” (თორნიკეს მეტსახელი), ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თორნიკეს მშობლებს დავუკავშირდით და მათი შვილის მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ ვესაუბრეთ: “თორნიკე მუხლს 2012-2013 წლების სეზონის დასრულების შემდეგ იტკიებდა. ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, თუმცა უფრო მენისკის ტრავმას ვარაუდობენ. არდადაგებზე მყოფ თორნიკეს სპეციალური დავალება მისცეს და დასვენება ურჩიეს. საზაფხულო კემპის დაწყების წინ, ტრავმა აღარ აწუხებდა. დატვირთვების შემდეგ ისევ ასტკივდა და ექიმებმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. თორნიკე ოპერაციას 29 ივლისს გაიკეთებს. შეძლებს თუ არა იგი ევრო-2013-ის ფინალურ ტურნირზე თამაშს, ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე გახდება ცნობილი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123114