კალათბურთი

21:41 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გრძელიძე ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის აღმოჩენა, “ქუთაისი-2010”-ის ახალგაზრდა გამთამაშებელი, ლევან გრძელიძე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად გრძელიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გრძელიძეს მუხლის ჯვარედინი იოგები ჰქონდა დაზიანებული. იგი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში მოასპარეზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ შეკრება აღნიშნული ტრავმის გამო ვერ გაიარა.

მოხვდება თუ არა გამოჯანმრთელებული გრძელიძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის, ამას აღნიშნული ნაკრების ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.185341