კალათბურთი

19:42 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ფაცაცია უკრაინაში თამაშს აპირებს

 

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ფორვარდი ლევან ფაცაცია (24.09.88. 198 სმ, 95 კგ), 2013-14 წლების სეზონში უკრაინის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში აპირებს თამაშს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ლევან ფაცაცია საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” აღზრდილია. თამაშობდა “გრან კანარიასა” (ესპანეთი)  და “ბარსელონას” (ესპანეთი) ასაკობრივ გუნდებში. ამის შემდეგ რამდენიმე წელი აშშ-ის კოლეჯების გუნდში ითამაშა. 2010-11 წლების სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფში “სოხუმს” ეხმარებოდა. 2011-12 წლების სეზონი "სოხუმში" გაატარა, ხოლო 2012-13 წლებში კი “ოლიმპში” ითამაშა და გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი, სუპერთასი და მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მოიგო. არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081191