ჭადრაკი

19:42 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრანპრის პირველი ეტაპი სოფო გურამიშვილმა მოიგო

დასრულდა მოჭადრაკე ქალთა შორის საქართველოს გრანპრის პირველი ეტაპი ბლიცში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა. ასპარეზობა 9 ტურად ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის 16 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

7.5 ქულით პირველი ადგილი სოფო გურამიშვილმა დაიკავა. 6.5 ქულით მეორე დგილზე მერი არაბიძე გავიდა. მესამე ადგილი ხუთი შვილის დედას, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელ სოფო ნიკოლაძეს ერგო, რომელმაც 6 ქულა დააგროვა. პირველ-მესამე ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა შესაბამისად 250, 150 და 100 ლარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ჭადრაკში საქართველოს გრანპრის გათამაშება 4 ეტაპად უნდა ჩატარდეს და გამარჯვებული იმის შემდეგ გამოვლინდება, როდესაც თითოეული მოჭადრაკის საერთო შედეგი შეჯამდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116785