კალათბურთი

19:23 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბარბაქაძე კვლავ ტრავმირებული ფეხით იასპარეზებს

სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალურ სერიაში მოასპარეზე „ქუთაისი-2010“-„სოხუმის“დაპირისპირების მესამე შეხვედრაში „ქუთაისი-2010“-ის ფორვარდი გიორგი ბარბაქაძე წინა მატჩების მსგავსად ამჯერადაც მტკივანი ფეხით იასპარეზებს. ამისშესახებ „მსოფლიო სპორტს“„ქუთაისი-2010“-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.

„გიორგი ბარბაქაძეს ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფეხის ტერფზე გემატომა გაუსკდა. აღნიშნულის მიუხედავად, იძულებული გავხდით მეოთხედფინალის პირველ და მეორე შეხვედრაში მოედანზე გამეყვანა. ყველანაირად ვცდილობთ ტრავმა მოვუშუშოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მესამე შეხვედრისთვის მოესწროს სრულად მოშუშება. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე იძულებული ვიქნები გიორგი ბარბაქაძე ისევ ვათამაშო“ –გვითხრა კოხრეიძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064781