ჭიდაობა

15:39 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სხირელმა და სალაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზედამხედველო საბჭოს კრება, რომელმაც როგორც თავისუფალ ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შექმნილი სამწვრთნელო პრობლემები განიხილა.

აღნიშნულ სხდომაზე, შესაბამისად, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ნუგზარ სხირელმა და მიხეილ სალაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს.

საზედამხედველო საბჭო საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს აძლევს რეკომენდაციას თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებად, შესაბამისად, ზაზა თურმანიძე და რომან რურუა დაინიშნოს. გარდა ამისა, რურუას ორივე გუნდის საერთო კურატორობა დაეკისროს.

გარდა ამისა, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ეძლევა რეკომენდაცია, იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრები გუნდების სავარჯიშო პროცესი არ მიმდინარეობს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გასამართ ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113492