კალათბურთი

22:37 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე ქართულ კალათბურთში

ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ აქამდე ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელებს მხოლოდ ოთხის ჩათვლითა და მის ზევით ნომრიანი მაისურებით შეეძლოთ მოედანზე გასვლა. ფიბას ახალი წესებიდან გამომდინარე, არა მარტო ქართველ, არამედ ევროპელ კალათბურთელებს უფლება ეძლევათ მოედანზე ნებისმიერი ერთნიშნა და ორნიშნა ნომრიანი მაისურით იასპარეზონ. „ოლიმპის“ კალათბურთელები ვალერი კვანტალიანი და საბა ლობჟანიძე პირველი სპორტსმენები არიან, რომლებმაც საქართველოში ჩატარებულ ტურნირებში მოედანზე პირველად შესაბამისად 1 და 3 ნომრიანი მაისურებით იასპარეზეს. „ოლიმპს“ განაცხადში 0 ნომრით მოასპარეზე გიორგი გუგეშაშვილიც ჰყავთ, რომელიც დღეს მოედანზე არ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066422