სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:30 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ყველაფერს ვაკეთებ, რომ "მეცი" ლიგა 1-ში დავტოვო"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლანსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საკუთარ მოედანზე გოლის გატანის ემოცია აკლდა და ყველაფერს აკეთებს, რომ „მეცი“ ლიგა 1-ში დატოვოს.

„ლანსი“ კარგი გუნდია, გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვუპასუხეთ დაცვაშიც და შეტევაშიც. ამ მოგებას დიდი ხანი ველოდით, ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ ლიგა 1-ში დავრჩეთ, რომელიც რთული ჩემპიონატია და თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ დასარჩენად.

პირველი გოლი? ბურთი არტურისგან მივიღე, გავაჩერე და დავინახე, რომ მჭიდროდ არავინ მეთამაშებოდა. მარცხენა ფეხით კარგი დარტყმა მაქვს, ამიტომ ვცადე. მაკლდა ბადის შერხევის და სტადიონის ვიბრაციის მომენტი. ორივე გოლი ლამაზი იყო, მეორეც განსაკუთრებულია.

ამბობდნენ, რომ მხოლოდ ჩემი თავისთვის დავბრუნდი, ეს არ მომწონდა, დავბრუნდი, რათა „მეცს“ დარჩენაში დავეხმარო, სრულად გუნდთან ერთად ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ „მეცი“ ლიგა 1-ში დავტოვო. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ადგილის შენარჩუნების გვჯერა“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.062325
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X