ფეხბურთი

14:42 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ MLS-ის კლუბს შეუთანხმდა

ვეტერანი ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ სავარაუდოდ კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა „ლოს ანჯელესთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება და 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.

ოლივიე ჟირუ 2021 წლიდან „მილანში“ თამაშობს, რომლის რიგებში 121 შეხვედრაში 46 გოლი აქვს გატანილი. ფრანგი მანამდე „მონპელიეში“, „არსენალსა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112131