სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:00 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დრამატული გამარჯვებით სერია A-ში გალიდერდა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური „მონცას“ და „იუვენტუსის“ მატჩით გაიხსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი დღით ახალი ლიდერი ტურინული გრანდი იქნება.

მაქს ალეგრის გუნდი მძიმედ თამაშობს, მაგრამ ქულებს აგროვებს, რადგან დაცვაში სოლიდურად თამაშობს. თუმცა, ამჯერად უხერხული მეტოქე ჰყავდა - „მონცა“, რომელთანაც გასულ სეზონში ორივე მატჩი წააგო სერია A-ში და გოლიც ვერ გაუტანა (იტალიის ჩემპიონატში ეს გუნდები მეტჯერ არც შეხვედრიან). მაგრამ ამჯერად, „იუვემ“ გოლიც გაიტანა და მოიგო კიდეც.

მე-11 წუთზე დუშან ვლაჰოვიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი ვერ დაარტყა ზუსტად, მერე დამატებაზე მეკარემაც აჯობა. დაინიშნა კუთხური, რომელსაც გოლი მაინც მოჰყვა, ანგარიში ადრიენ რაბიომ გახსნა. პირველ ტაიმში ტურინელებს ორი მაგარი მომენტი ჰქონდათ სხვაობის გასაზრდელად, რომლებიც ვერ გამოიყენეს.

მეორე ნახევარში „იუვემ“ დაცვაში თამაში გადაწყვიტა და თითქოს აუღელვებლად მოჰყვდა საქმე გამარჯვებამდე, თუმცა, 91-ე წუთზე ვალენტინ კარბონის ჩაწოდება-დარტყმა ვოიცეხ შჩესნის კარში აღმოჩნდა. ეს იყო მასპინძელთა პირველი და ერთადერთი ზუსტი დარტყმა მთელი მატჩის განმავლობაში. 1:1 91-ე წუთზე თითქოს იმას ნიშნავდა, რომ „ბებერი ქალბატონი“ ქულებს დაკარგავდა, მაგრამ არა.

94-ე წუთზე ადრიენ რაბიომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა შესანიშნავად და მატჩის გმირი ცენტრალური მცველი ფედერიკო გატი გახდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ვინ იცის, სეზონის ბოლოს ეს ქულები ტურინულ გრანდს რა მნიშვნელოვნად დაუფასდება, მაგრამ ახლა ისაა ფაქტი, რომ გალიდერდა 33 ქულით და ქულით გაასწრო „ინტერს“, რომელიც 3 დეკემბერს, „ნაპოლისთან“ სტუმრად ითამაშებს.

„მონცა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 რაბიო (12), 1:1 ვ. კარბონი (90), 1:2 გატი (90)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.104591
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X