ჭადრაკი

12:20 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნანამ ჯილდოები სპორტის მუზეუმს გადასცა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ჭადრაკში ევროპის 2017 წლის ჩემპიონს, ნანა ძაგნიძეს საქართველოს სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

ძაგნიძემ მუზეუმს ერთეულთა შორის ჩემპიონის თასი და კარიერის განმავლობაში მოპოვებული მნიშვნელოვანი ჯილდოები გადასცა დროებით.

შეგახსენებთ, რომ ნანა ძაგნიძე ქართველ ქალბატონებს შორის პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი მოიგო. ოქროს მედლის მოპოვება ნანამ, მიმდინარე წელს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულებულ ჩემპიონატზე მოახერხა, სადაც 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე თამაშობდა. ნანამ დაუმარცხებლად იასპარეზა, ყველას გაასწრო, 8.5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

ერთეულთა შორის, მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი პირველად, 2000 წელს ბათუმში ჩატარდა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან ვერცხლის მედლები სალომე მელიასა(2013) და ნინო ბაციაშვილს(2015) აქვთ აღებული. ბრინჯაოს მედლები კი მაია ჩიბურდანიძემ(2000), ქეთევან არახამია-გრანტმა(2001) და სალომე მელიამ(2014) მოიპოვეს.ჯერჯერობით, მელია ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ორი მედალი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067363