კალათბურთი

17:42 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო"-" ქუთასის"მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო 28-ე ტური ჩემპიონატის 2 საუკეთესო გუნდის, შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი, საქართველოს თასის მფლობელ „დინამოსა“ და მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისის“ მატჩით გაიხსნა. აღნიშნულ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

დღევანდელ შეხვედრამდე ყველა მატჩი, რომლებიც კი ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში შედგა, „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. ქუთათურებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მატჩი მოეგოთ, შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, მაგრამ მისი მოგება მაინც ვერ მოახერხეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 87:82 „დინამოს“ სასარგებლოდ.

პირველმა ტაიმმა მასპინძლების მცირე უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც დროის ეს მონაკვეთი 2 ქულით, 31:29 მოიგეს. მესამე მეოთხედში სტუმრებმა ანგარიში არამარტო გაათანაბრეს, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს. მეოთხე მეოთხედის მეორე წუთზე დინამოელთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა მარავიჩმა „დინამო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთი თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით და 86 წამით ადრე დინამოელმა მიხეილ ჭოჭუამ სამქულიანით თანაგუნდელები 68:65 წინ გაიყვანა. ამის შემდეგ უკვე „დინამო“ ლიდერობდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 36 წამით ადრე, ანგარიში 76:74 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ცინცაძის ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 76:76. დარჩენილი დრო საკმარისი იყო, რათა ერთ-ერთ გუნდს გამარჯვების მომტანი ქულა გაეკეთებინა, მაგრამ ორივე გუნდის დაცვამ კარგად ითამაშა და ძირითადი დრო ფრედ 76:76 დასრულდა. დამატებით დროში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და საერთო ჯამში 87:82 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა „დინამოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა, რომელსაც ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძე 1 ქულით ჩამორჩა და ყველაზე შედეგიანი იყო თანაგუნდელთა შორის. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 19 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასია.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ ჩატარდება.

„დინამო“ – „ქუთაისი“ 87:82 (ძ.დ. 76:76; 15:14, 16:15, 22:27, 23:20; დ.დ. 11:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115642