ჭადრაკი

0:59 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძეს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს

დასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ქართველ ქალ მოჭადრაკეებს, ერთადერთი რაც ჯერჯერობით არ მოუგიათ ევროპის ჩემპიონატია. ისე, როგორც არასდროს, ამ მიზანთან ძალიან ახლოსაა ქალთა შორის საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.

ბოლოსწინა, მეათე ტურში ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეებიდან ნანა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც გამარჯვების მოპოვება შეძლო, 8.0 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ამ ტურში მისი მეტოქე პოლონელი მოჭადრაკე მონიკა სოსკო (2462) იყო.

ახლა ქართველი უახლოეს მდევარს, მეორე ადგილზე მყოფ ალექსანდრა გარიაჩკინას (რუსეთი, 2452) ნახევარი ქულით უსწრებს. ბოლო, მე-11 ტურში, შავებით მოთამაშე ნანა ძაგნიძის მეტოქე, 7.0 ქულის მქონე ნატალია პოგონინა(რუსეთი, 2478) იქნება. რაც შეეხება მის უშუალო კონკურენტ ალექსანდრა გარიაჩკინას იგი თეთრებით ელიზაბეტ პაეტცის(გერმანია, 2454) ეთამაშება.

მეათე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონიკა სოსკო(პოლონეთი, 2462) 1:0

ნინო ბაციაშვილი-დარია პუსტოვოიტოვა(რუსეთი, 2411)0:1

გულნარა მამედიაროვა(აზერბაიჯანი, 2357)-ლელა ჯავახიშვილი0.5:0.5

ლაურა უნუკი(სლოვენია,2275)- ბელა ხოტენაშვილი ) 0.5: 0.5

სალომე მელია- ანასტასია ტრავკინა(რუსეთი,2287) 1: 0

რუიზ მონიკა კალზეტა(ესპანეთი,2257)- მერი არაბიძე(2373) 0: 1

ნინო ხომერიკი(2308) - მარია გევორგიანი(სომხეთი, 2227) 1:0

ალმირა სკრიპჩენკო(საფრანგეთი,2420)- სოფო გვეტაძე(2292) 0: 1

ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:

1.ძაგნიძე 8.0 ქულა

16.ხოტენაშვილი 6.5

27.ჯავახიშვილი 6.0

32.არაბიძე 6.0

  1. მელია 6.0

45.გვეტაძე 6.0

50.ბაციაშვილი 5.5

  1. ხომერიკი 5.5

მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე-ნატალია პოგონინა(რუსეთი, 2478)

ხოტენაშვილი-ვალენტინა გოლუბენკო(ხორვატია,2271)

ჯავახიშვილი- სოფია მილიეტი( საფრანგეთი, 2352)

არაბიძე - ლილიტ მკტრჩიანი(სომხეთი, 2425)

გვეტაძე - ირინა ბულმაგა(რუმინეთი, 2394)

ვაილა სიდონია ვაზარნე(უნგრეთი, 2355) - მელია

კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი, 2282) - ბაციაშვილი

ეკატერინა ატალიკი(თურქეთი, 2429)-ხომერიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111485