სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:38 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: შექსპირის პირველი მარცხი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის 32-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე ბოლო ადგილოსან “სანდერლენდს” დაუპირისპირდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“წითელი ეშმაკები” მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 3 ქულა საკმაოდ იოლად მოიპოვეს. ანგარიში 30-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა, რომელმაც პიკფორდს საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით, შორეულ კუთხეში გაუტანა. მასპინძლებს წარმატების ისედაც მიზერული შანსი ჰქონდათ და ისიც სებასტიან ლარსონმა მოუსპო: 43-ე წუთზე შვედმა ფეხბურთელმა ანდერ ერერას წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა.

მეორე ნახევარში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ორი ბურთი გაიტანეს – ტაიმის დაწყებისთანავე შეხვედრის ბედი ჰენრიხ მხიტარიანმა გადაწყვიტა, ხოლო 90-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა მარკუს რეშფორდმა სტუმრების შეტევა დააგვირგვინა – 0:3.

კრეიგ შექსპირის ხელმძღვანელობით პირველი მარცხი იწვნია “ლესტერმა”, რომელიც გასვლაზე “ევერტონთან” დამარცხდა. “მელიებს” შუა კვირაში “ატლეტიკოსთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი ელით და რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცა. შესაბამისად, დაფიქსირებული შედეგი გასაკვირი არაა და ამაზე შექსპირს არავინ უსაყვედურებს.

შეხვედრა კი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა და “გუდისონ პარკზე” შეკრებილმა ქომაგმა 6 გატანილი ბურთი იხილა და მათთვის რაც მთავარია, 4 საყვარელი კლუბის შესრულებით. ანგარიში პირველივე წუთზე დევისმა გახსნა, მაგრამ მე-10 წუთისთვის სლიმანის და ოლბრაიტონის გოლებით უკვე სტუმრები იგებდნენ. 23-ე წუთზე გათამაშების საუკეთესო გოლეადორმა რომელუ ლუკაკუმ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ტაიმის მიწურულს მას ფილ იაგიელკამ მიბაძა და ასევე თავური დარტყმით, “ევერტონი” მეორედ დააწინაურა.

მეორე ნახევარში გოლების წვიმა აღარ ყოფილა და მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა: 57-ე წუთზე ფილ იაგიელკამ რომელუ ლუკაკუს თავით დაუგდო ბურთი, ბელგიელმა ფორვარდმა კი ძლიერი დარტყმით დუბლი გაიფორმა და პრემიერლიგაში 23 გატანილი გოლი დაუგროვდა – 4:2.

სანდერლენდი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:3 (0:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-3-2): პიკფორდი, დენაიერი, კონე, ოვიედო (მანკილიო 39), ჯონსი, კატერმოლი (ბორინი 66), ლარსონი, როდუელი, ნდონგი, ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო, ბაილი, როხო, დარმიანი, შოუ (ბლინდი 61), ერერა, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 64), მხიტარიანი (მარსიალი 78), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (30), 0:2 მხიტარიანი (46), 0:3 რეშფორდი (89)
გაფრთხილებები: ნდონგი – შოუ, ლინგარდი, ფელაინი, მარსიალი, დარმიანი
გაძევება: ლარსონი (43)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ევერტონი – ლესტერი 4:2 (3:2)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-3-3): რობლესი, იაგიელკა, ჰოლჰეიტი, პენინგტონი, ბეინსი, ტ.დევისი, შნეიდერლენი (ბერი 73), გაიე, ბარკლი, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ბენალუანი, ჰუტი, ჩილველი, ამარტი, დრინკვოთერი, კინგი, დ.გრეი (მაჰრეზი 61), ოლბრაიტონი (ულოა 78), სლიმანი, ვარდი (მუსა 61).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლები: 1:0 ტ.დევისი (1), 1:1 სლიმანი (4), 1:2 ოლბრაიტონი (10), 2:2, 4:2 ლუკაკუ (23; 57), 3:2 იაგიელკა (42)
გაფრთხილებები: მირალაში, ბეინსი – ჰუტი, კინგი
მსაჯი: რობერტ მედლი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.186332
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X