“ნაპოლის” მარცხენა მცველის ფაოუზი გულამის შეძენით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა – იუწყება გამოცემა Tuttomercatoweb.Com.
“ქალაქელების” რიგებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, დიდი ალბათობით ალექსანდრ კოლაროვი დატოვებს და მის ერთ-ერთ შემცვლელად ალჟირელ ფეხბურთელს მოიაზრებენ. მას ნეაპოლიტანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 15 მილიონ ევროდაა შეფასებული.
26 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.