ჭადრაკი

22:22 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი მელიამ მოიგო

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ დედის დღისადმი მიძღვნილ მიჭადრაკე ქალთა ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. გთავაზობთ პირველ-მესამე ადგილზე გასულ მოჭადრაკეთა ვინაობას, რომელთაც სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

  1. სალომე მელია 5,5 ქულა
  2. სოფო გვეტაძე 5 ქულა
  3. თამარ ხმიადაშვილი 4,5 ქულა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113889