გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა მატს ჰუმელსმა "ჰამბურგთან" მოგებულ (1:0) ბუნდესლიგის მეექვსე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო. როგორც Bild-ი იუწყება, ფეხბურთელი აღნიშნული დაიზნების გამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამოტოვებს.
ჰუმელსმა ტრავმა მეორე ტაიმში მიიღო და 51-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ გერმანელის ნაცვლად ჟერომ ბოატენგი შემოიყვანა. "ატლეტიკოს" და "ბაიერნის" დაპირისპირება 28 სექტემბერს "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება.