სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

18:49 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური თავსატეხი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით, ევროპაში სამწუხაროდ ძალიან ცოტა შამანი, მკითხავი და მჩხიბავი შემორჩა, თორემ “ბებერ კონტინენტზე” ადრევე დაიწყებოდა მოახლოვებული საფეხბურთო ევროპირველობის “წინასწარმეტყველური განსჯა” და “მესამე თვალის” ფახული. მიუხედავად ამისა, ევროპული სპორტული მედია მუდმივ რეჟიმში პროგნოზირებს სხვადასხვა შეხვედრას და ზოგი იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე ჩემპიონატის სავარაუდო გამარჯვებულებსაც კი ასახელებენ.

ალბათ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ევროპელი ქომაგების უმრავლესობა ჩემპიონატის საუკეთესო გუნდად მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანიას მიიჩნევენ და “ბუნდესნაკრებს” ევროპის ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებენ. ტრადიციულად ბევრი ქომაგი ყავს ინგლისს, რომელთაც ბოლო დროს მოძლიერებული კუნძულური კრებული დიდი იმედებს აძლევს, რომ ეგებ წელს მაინც გატყდეს ნავსი და წელს მაინც ეღირსოთ ესოდენ ნანატრი ჩემპიონობა.

რაკი საფრანგეთი მასპინძელია, ბუნებრივია ამ ქვეყნის ნაკრების ჩემპონობაზეც ბევრი ფიქრობს და თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ “მამლები” შინაურ სარბიელზე და საკუთარი ქომაგის წინ ტრადიციულად კარგად თამაშობენ, ვითომ რატომ არ შეიძლება თასი საფრანგეთში რომ დარჩეს? მერე რა, რომ ზიდანი და მისი დიდებული სამეგობრო კარგა ხანია წავიდა ფეხბურთიოდან. ახალი თაობა ფრანგებს რომ ყავთ ეგეთი უნდა.

რასაკვირველია ტრადიციულად ძლიერია ესპანეთის ნაკრები და ამ გუნდის შესაძლებელობებში ეჭვის შემტანი შესაძლებელია უფრო მწარედ მოტყუვდეს, ვიდრე 2012 წლის ევროპირველობის ფინალში მოტყუვდა ბეყე ჩეზარე პრანდელი. მაშინ სენიორ ჩეზარე ქომაგების ძახილმა მოატყუა: “ე ბიჭო, ხომ ხედავ გახსნილი თამაში კარგად გამოგდის, ესპანეთსაც ეგრე ეთამაშეო”. რაც იმ ავბედით ფინალში “სკუადრა აძურას”დაემართა, “ბრძენი ენამჭევრიც” კი ვერ აღწერს ამას ბოლომდე,

და რას იზამს წელს იტალიის ნაკრები? სწორედ ამ კითხვაზე უჭირთ პასუხის გაცემა გამოცდილ “შამანებსაც” კი. ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საინტერესო რამე თქვა იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა. მან დაახლოებით ასე ჩამოაყალიბა აზრი: “ახლა იტალია საუკეთესო მდგომარეობაშია, რადგან იტალია მაშინაა ყველაზე სახიფათო, როდესაც იგი ყველას მივიწყებული ყავს და სერიოზულად არავინ უყურებს”. მე ვფიქრობ, ჯიჯიმ ყველაზე კარგად იცის იტალიის ნაკრების რაობა და ის, თუ რას წარმოადგენს დღეს ეს გუნდი რეალურად. და არამხოლოდ დღეს...

ძალიან მიჭირს გავიხსენო იტალიის ნაკრების წარმატებები მაშინ, როდესაც ამ გუნდს ჩემპიონატის წინ ფავორიტად მიიჩნევდნენ. არ ვიცი რატომ ხდება ეს და რისი ბრალია ეს უცნაური ”ტრადიცია”, მაგრამ “სკუადრა აძურას” უბერებელი გოლკიპერი უდავოდ მართალია იმაში, რომ როდესაც იტალია ფავორიტად არ ითვლება, მართლაც სწორედ მაშინაა ყველაზე სახიფათო. რა თქმა უნდა აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ წელს აუცილებლად იტალია იპირველებს და მხოლოდ ეს ეჭვები და უცნაური ვარაუდები იქნება ამ ჩემპიონობის მიზეზი, მაგრამ დაფიქრებად და დაკვირვებად კი ნამდვილად ღირს.

ბოლო წლებში იტალიაში ჭეშმარიტად დიდებული ხალხი წავიდა დიდი ფეხბურთიდან. რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ? მალდინი თუ ნესტა? დელპიერო თუ კანავარო? მაგრამ, ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი მომავლით ცოცხლობს და მთავარიც ესაა!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113096
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X