კალათბურთი

13:25 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეთიუ გლოვერისა და “სოხუმის” გზები გაიყარა

სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმისა’’ და მისი აწ უკვე ყოფილი წევრის ამერიკელი ფორვარდის მეთიუ გლოვერის(05.10.91, 199 სმ.) გზები გაიყარა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,სოხუმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გლოვერი ,,სოხუმში“ 2015-16 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, მაგრამ გუნდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ეს გახდა მათი განშორების მიზეზი.

ამჟამად ,,სოხუმის’’ რიგებში ორი ამერიკელი ლეგიონერი უკანახაზელები ფილიპ მილერი და ანდრე სმიტი თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060299