სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

11:10 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

იქ, სადაც სიძულვილი მეფობს...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეს ახლაა, დავით აღმაშენებელს რომ მთელი საქართველო აღმერთებს და წმინდანადაც კი გამოაცხადეს. დავითის თანამედროვეების გარკვეულ ნაწილს კი აღმაშენებელი სძულდა და ამას მაშინდელი მთავრების მეფისადმი დამოკიდებულებაც ნათლად ცხადყოფს. იყვნენ ისეთები, რომლებიც დავით აღამაშენებელს ეშმაკის მოციქულად და მუსლიმებთან შეკრულად თვლიდნენ იმ მიზეზით, რომ არაბებისგან გათავისუფლებულ თბილისში დავითმა მუსლიმებს ქრისტიანებზე ნაკლები გადასახადი დაუწესა, რადგან თბილისში ვაჭრობის განვითარებას პირველ ყოვლისა მუსლიმები უწყობდნენ ხელს.

საერთოდ, საქართველოში ასე ხდება ხოლმე. ყველაფრის ერთ კაცზე გადაბრალება და მერე მისი წყევლა-კრულვა როგორც ჩანს ნამეტანი გვიყვარს და ეს თემურ ქეცბაიას მაგალითზეც გამოჩნდა. სანამ თემური ჩვენი ნაკრების მწვრთნელი გახდებოდა, ლამის მთელი ერი და ბერი იძახდა, მხოლოდ ეს კაცი გვიშველისო და საწინააღმდეგო აზრის თქმაც კი პრაქტიკულად ერის ღალატად ცხადდებოდა, რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ კი, ასევე მთელი ერი ერთხმად მოითხოვდა ამ კაცის ნაკრებიდან წასვლას და აკი მიაღწიეს კიდეც საწადელს.

ქეცბაიას არ მივტირით. ღმერთმა დაგვიფაროს. ქეცბაიას კი არა, არავის უნდა გავეტიროთ, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”, მაგრამ დღემდე ვეკითხები ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს, თუ რატომ სძულდათ ქეცბაია ასე ძალიან და მათი პასუხი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც მათივე წარმოდგენა ქართულ ფეხბურთზე.

თემურ ქეცბაიას ჟურნალისტებთან ცუდი ურთიერთობაა ის უდავო მინუსი, რაც საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელზე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ქეცბაიაზე იმის თქმა, რომ ნაკრები ბოდიში და “ფეხებზე ეკიდაო”, ჩემი აზრით მინიმუმ უნამუსობაა. ვინ ვინ და სწორედ ჟურნალისტებმა გამორჩეულად კარგად იციან რა გულსაც დებდა ქეცბაია ჩვენს გუნდში და თუკი ხშირად კვიპროსზე ჩადიოდა თავის ოჯახთან, - ამის წამოყვედრებაც არ მგონია მთლად სწორი საქციელი იყოს.

ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლიდან უკვე საკმაო დროა გასული და სიამოვნებით უნდა აღვნიშნო ჩვენი ნაკრების ახლანდელი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ღირსეული კომენტარი მის წინამორბედთან დაკავშირებით. ცხადაძეს ერთხელად კი არ გაუქილიკებია ქეცბაიასდროინდელი გუნდი, რაც ამ კაცის ღირსებაზე მეტყველებს. სამაგიეროდ, მაინც ვერა და ვერ მოლბა ქართველი ქომაგის გული და როდესაც ქეცბიაზე საუბრობენ, მხოლოდ წაგებული მატჩები ახსენდებათ და არა ხორვატიასთან გამარჯვება, ანდა საფრანგეთთან მიღწეული ფრე. არადა, თითქოს ადამიანის ტვინი პირიქითაა მოწყობილი და ცუდ ინფორმაციებს თავისით “შლის”, მაგრამ ჩვენ ხომ ჭეშმარიტად სხვანაირი ხალხი ვართ!

იმ ქვეყანაში, სადაც სიძულვილი მეფობს, შეიძლება ძალიან ცუდ და საზარელ ამბად შეირაცხოს ამ ბლოგის დავით აღმაშენებლით დაწყება და თემურ ქეცბაიათი გაგრძელება. ალბათ ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც დამაბრალებენ, რომ ქეცბაია თითქოს აღმაშენებელს შევადარე და ამას მოჰყვება მტკიცებები, რომ ქეცბაია დავითამდე ვერ მივა და სხვა მისთანანი. საქმე კი რეალურად ძალიან მარტივადაა და სულ რამდენიმე სიტყვით შეიძლება გადმოვცეთ. საქართველოში სანამ პოლიტიკური კუთხით სიძულვილი ფეხბურთზეც გავრცელდება, მანამდე არანაირი სპორტული წარმატებების იმედი არ უნდა გვქონდეს. სიძულვილის ნთხევით გაკეთებული საქმე აქამდე ჯერ არავის უნახავს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.057991
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X