ჭადრაკი

11:48 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში მუზიჩუკი და პოგონინა იასპარეზებენ

დასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი მასპინძლობს. ფინალში ასპარეზობის უფლება მარია მუზიჩუკმა (უკრაინა) და ნატალია პოგონინამ (რუსეთი) მოიპოვეს.

ნახევარფინალური მატჩების სერიაში მუზიჩუკმა ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი), ხოლო პოგონინამ გამოცდილი პია კრამლინგი (შვედეთი) დაამარცხა.

დღეს ტურნირზე დასვენების დღეა. წინა მატჩებისაგან განსხვავებით, ფინალური სერია 4 კლასიკური სერიისაგან შედგება, რომელიც 2-5 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2:2-ის შემთხვევაში, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკის შემხვედრები გამოავლენს, რომელიც 6 აპრილსაა დაგეგმილი. 7 აპრილს კი მოხდება ჩემპიონატის საზეიმო დახურვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120835