სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

2:07 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 14 ქულა და 6 მოხსნა მილანში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ ტურში მილანში “ემპორიო არმანისთან” ითამაშა და მართალია, პირველ ტაიმში 15 ქულის სხვაობით იგებდა, საბოლოოდ, 85:99 დამარცხდა.

გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც იტალიურმა კლუბმა 35:17 მოიგო და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასპინძლებმა 14 სამქულიანი გამოიყენეს.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა. თორნიკემ მოედანზე 25:43 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” რიგებში 10-ქულიან ზღვარს დარიუს ადამსი (18), ფაბიენ კოსიე (17), მაიკ ჯეიმსი (11) და ფერნანდო სან ემეტერიოც (11) ასცდნენ, ლატვიელმა დავის ბერტანსმა კი უკვე 3 წუთის თავზე მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სხვათა დახმარებით დატოვა.

გასული მატჩის გმირი ალესანდრო ჯენტილე გახდა, რომელმაც 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 29 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მილანელებმა 8 მარცხის წილ 4 მოგება მოაგროვეს და მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყოფ თურქულ “ანადოლუ ეფესს” და “ლაბორალ კუჩას” თითო გამარჯვებითღა ჩამორჩებიან.

ბოლოსწინა, მე-13 ტურში შენგელიას კლუბი უმნიშვნელოვანეს მატჩში ლიდერ სტამბულის “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლებს, ხოლო “ანადოლუ ეფესი” სწორედ “ემპორიო არმანის” დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.102191
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X