სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:17 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის სტიმული
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კახა ცხადაძეს ფეხბუთელობისას საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში მალტელებთან ერთხელ, შორეულ 1994 წელს უთამაშია, ხოლო მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი ნაკრებში სწორედ კუნძულელებთან შედგა. ნებისმიერი მწვრთნელისთვის მოღვაწეობის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, მალტასთან გამარჯვება ცხადაძისთვის სტიმულია.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გუნდის სათამაშო ფილოსოფია შეიცვალა და არსენალში ორი ტაქტიკური მონახაზი აქვს, ხოლო კონკრეტულ სქემას მეტოქიდან გამომდინარე შეარჩევს. ასევე, თქვა, რომ მალტასთან გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა.

ცხადაძემ არაერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრები სამი ცენტრალური მცველით ითამაშებდა. მართლაც, დაცვის ცენტრში ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია და გურამ კაშია დააყენა. კვირკველია მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ხოლო კაშია – მარცხენა.

მთელი მარცხენა ფლანგი გიორგი ნავალოვსკის ჩააბარა, მარჯვენა კი – სანდრო კობახიძეს. ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავა და კახა მახარაძე მოქმედებდნენ. შეტევაში გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე. ჭანტურია და ოქრიაშვილი შედარებით უკნიდან იყვნენ, ხოლო მჭედლიძე გამოკვეთილ ცენტრფორვარდად. აქამდე, ეროვნულ ნაკრებს მსგავსი ტაქტიკით არასოდეს უთამაშია.

საქართველოს ნაკრების შედეგიდან და მეტოქიდან გამომდინარე “მიხეილ მესხზე” გულშემატკივრების სიმრავლეს არ ელოდნენ. თუმცა, კარგია, რომ არსებობს ხალხი, ვინც ჭირსა თუ ლხინში და ამინდის მიუხედავად ეროვნული გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე მაინც მიდის. მართალია, სტადიონი არ შევსებულა, მაგრამ კაცი ვერც ქომაგების ნაკლებობაზე დაიწუწუნებდა.

თამაში დაწყებიდან ათ წუთზე ოდნავ მეტი გავიდა, რომ ოქრიაშვილმა მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკი მოძებნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და მჭედლიძეს ერთი შეხებით ცოტა ძლიერად რომ დაერტყა, შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა.

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ოქრიაშვილმა სტუმართა საჯარიმოს გარედან “ცაციათი” უძლიერესად დაარტყა და ჯასტინ ჰაბერმა ნახტომში ბურთი მარჯვენა “ცხრიანიდან” “გამოაძრო”.

მალე, ნავალოვსკიმ რომელიც საწყის წუთებში ყველაზე აქტიური იყო, მალტელთა საჯარიმოში ბურთი კვლავ ჩაჰკიდა და ოქრიაშვილმა “მაკრატელა” ვერ დაარტყა.

ტაიმის შუაწელში მჭედლიძე მარცხნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მალტელმა მცველმა ბოლო პასი არ გააკეთებინა. თუმცა, ბურთი ქართველ ფორვარდს დარჩა, მისი გადაცემის შემდეგ, ჭანტურია ერთ სტუმარს გასცდა და წაიქცა – მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და მართალიც იყო.

ცოტა ხანში, მახარაძემ თავით ბურთი ჭანტურიას დაუგდო, რომლის დარტყმული მიზანს მცირე მანძილით აცდა.

ტაიმის დასრულებამდე 5 წუთი ადრე, მასპინძელთა კონტრშეტევის დროს, მარცხნიდან ნავალოვსკიმ მალტელთა საჯარიმოში მჭედლიძე მოძებნა, რომელიც მკერდით კარგ პასს აძლევდა ჭანტურიას, მაგრამ მცველმა ბურთი ჩაჭრა.

შესვენებაზე კვირკველია ლევან ყენიამ შეცვალა, ხოლო ლორია – ნუკრი რევიშვილმა. შესაბამისად, გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემაზე გადაეწყო. კაშია და ამისულაშვილი ცენტრში შეწყვილდნენ, ნავალოვსკიმ მარცენა მცველად დაიხია, ხოლო კობახიძემ – მარჯვენა. ყენიამ ადგილი მახარაძისა და კანკავას წინ დაიკავა. შემტევი სამეული იგივე დარჩა – ჭანტურია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მარცხნიდან ნავალოვსლოს ჩაწოდების მერე, მცველის ფეხიდან ბურთი ყენიას მიუვიდა, რომელმაც მეტოქის კართან რბილი პასი გაუკეთა ჭანტურიას, ხოლო ეს უკანასკნელი თავით ბურთს ვერ მიწვდა.

ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ქართველების რამდენიმესვლიანი კომბინაცია მალტელთა საჯარიმოში მყოფმა ოქრიაშვილმა მოჭრილი დარტყმით დაასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის შუაწელში ისევ ნავალოვსკიმ გააკეთა მარცხნიდან მალტელთა საჯარიმოში პასი და სტუმართა მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთი მახარაძემ საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად, მაგრამ უზუსტოდ დაარტყა.

78-ე წუთზე, მასპინძლები აშკარა გოლს გადარჩნენ. კობახიძემ შეტევაში ბურთი დაკარგა, ხოლო მალტელთა კონტშეტევის დროს ეფიონგმა სისწრაფეში ამისულაშვილს აჯობა და რევიშვილთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.

ანგარიში 83-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ყენიამ საჯარიმო დარტყა შეასრულა და ბურთი მალტელების კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას კანკავამ დაასწრო – 1:0.

მატჩის მიწურულს მახარაძემ დაცვის ცენტრში დაიხია, ხოლო კაშია მარჯვენა მცველად გადავიდა.

წერტილი ყაზაიშვილმა დასვა, რომელიც მალტელთა საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ერთ მეტოქეს გაცდა და ჰაბერს ახლო კუთხეში გაუტანა – 2:0 .

საქართველო – მალტა 2:0 (0:0)

25 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ლორია (რევიშვილი, 46), კვირკველია (ყენია, 46), კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, მახარაძე, კანკავა (კ), ოქრიაშვილი (ვაწაძე, 71), ჭანტურია (ყაზაიშვილი, 64), კობახიძე (ძალამიძე, 84), მჭედლიძე (ბაჩანა ცხადაძე, 71).

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

მალტა: ჰაბერი, კარვანა, ბეზინა, ბორგი (კამენზუმი, 90), აგიუსი, ფარუჯია (ეფიონგი, 60), კოენი, როვენ მუსკატი, შკემბრი (კ), კამილერი (ზახ მუსკატი, 46), კრისტენსენი (სკერი, 71).

მთავარი მწვრთნელი: პიეტრო გედინი.

გოლი: 1:0 კანკავა (83), 2:0 ყაზაიშვილი (90+2)

გაფრთხილება: ბორგი (44), კაშია (53)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრს ანუფრიევსი (ლატვია).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113491
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X