ბლოგი

11:51 | 29 ნოემბერი, 2012

რაფას ახალი რომანი

მას შემდეგ, რაც ლონდონის “ჩელსი” რომან აბრამოვიჩმა იყიდა, ლონდონურ კლუბს სკანდალი და მსოფლიოს ყურადღება არასოდეს მოკლებია. დღევანდელი “ჩელსი” ზეთისხილივით არის. ან ძალიან მოსწონთ ან ეჯავრებათ. ამ კლუბისადმი ნეიტრალურად განწყობილ ადამიანს იშვიათად თუ ნახავს კაცი. მაგრამ, “ჩელსის” მოძულეებიც ალბათ აღიარებენ, რომ აბრამოვიჩის ხელში, შედარებით ნაკლებად ამბიციური გუნდი, მსოფლიოს მეგა-გრანდად ჩამოყალიბდა და შარშან ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ, გუნდის ისტორიაში უკვე სულ ახალი ფურცელი გადაიშალა.

11:15 | 25 ნოემბერი, 2012

მომავლის არენა მომავლის გარეშე

ბოლო დროს ცხინვალში დიდი გამოცოცხლებაა. როგორც იქნა, რუსეთიდან ჩასულმა ფულმა ე.წ. სამხრეთ ოსეთამდეც მიაღწია და ცხინვალში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყო. პირველ რიგში კი, ცხინვალის სტადიონის რეკონსტრუქციაა აღსანიშნავი. ცხინვალის ცენტრალური სტადიონი სამაჩაბლოს პირველი ომის შემდეგ, საწყობად იყო გადაკეთებული და ერგნეთის ცნობილ ბაზრობაზე შესატანი სხვადასხვა სახის პროდუქტები (ძირითადად ფქვილი და ბენზინი) ცხინვალის იავარქმნილ სტადიონზე ინახებოდა.

12:06 | 22 ნოემბერი, 2012

სპორტი და ქართული ღვინო

წარმოიდგინეთ, შედიხართ ღვინის მაღაზიაში და დახლზე სხვა ღვინოებთან ერთად გხვდებათ ღვინო სახელწოდებით “მიხეილ მესხი.” შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ როდესაც სახელი “მიხეილ მესხს” ეტიკეტზე კითხულობ, აუცილებლად გაგიჩნდება სურვილი, გაიგო ამ ღვინის გემო და ასეთი ღვინით არც მესხისა და მისი თაობის ლეგანდარული ფეხბურთელების სადღეგრძელოს დაიზარებ...

13:25 | 18 ნოემბერი, 2012

პოკეროსანი ზლატანი და ბრიტანელთა ვაება

ძლიერ მოწინააღმდეგესთან მისსავე სტადიონზე 4:2 მარცხი ნებისმიერი დონის ნაკრებისათვის დიდ უბედურებად ნამდვილად არ უნდა შეფასდეს. მით უმეტეს, როდესაც თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებს და ასეთ შეხვედრებში ექსპერიმენტების ჩატარება მწვრთნელის პირდაპირი მოვალეობაა. მაგრამ, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდიდან ოთხივე გოლი ერთ ფეხბურთელს გააქვს. ყოველ შემთხვევაში, შვედეთი-ინგლისის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მარცხი ალბათ ისეთ დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, ბრიტანელთა საამაყო გუნდის კარში პოკერი რომ არ შესრულებულიყო.

13:09 | 13 ნოემბერი, 2012

იმედი სახელად ვინჩენცო

“მოგვიტევეთ, სინიორ ვინჩენცო, რომ არ გვჯეროდა თქვენი. უნდა გაგვიგოთ... როდესაც ახალგაზრდა კაცი გუნდის მწვრთნელად ინიშნება, მოლოდინები, როგორც წესი, უფრო მცირეა, ვიდრე ასაკოვანი, ჭკუადამჯდარი და ცნობილი მწვრთნელის შემთხვევაში. ახლა კი ჩვენ ვამაყობთ თქვენით! იარეთ სულ წინ!” – სოციალურ ქსელში “ფიორენტინას” ერთ-ერთი ტიფოზის ეს წერილი ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს ფლორენციელი ტიფოზერიის ბოლოდროინდელ განწყობებს.

11:48 | 09 ნოემბერი, 2012

“ჩემი გუნდის” სინდრომი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სპორტის მინისტრი, ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირების მიზეზს ახლო ან შორეულ მომავალში ვერ ხედავს, ფაქტია, რომ საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, მაინცა და მაინც “ტკბილი” ურთიერთობა არ უნდა იყოს. ამაზე თუნდაც ზვიად სიჭინავას სიტყვები მეტყველებს. მისი თქმით, ლევან ყიფიანმა სფფ-ს შეფს “საკუთარ სინდისში ჩახედვისაკენ და ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისაკენ” მოუწოდა.

13:03 | 04 ნოემბერი, 2012

ცოტნე, პაოლო და ვან ბასტენის კოჭი

“ცოტნე გმირია, დიდებული გმირი ოღონდაც... თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს. ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...” შოთა ნიშნიანიძის დაწერილი ეს მშვენიერი ლექსი ყოველთვის მახსენდება, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ ერთ საოცარ ამბავს ვიხსენებ. ეს ამბავი დიდ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, მარკო ვან ბასტენს უკავშირდება, რომელმაც “მილანში” მთელი ეპოქა შექმნა და კოჭის მძიმე ტრავმა რომ არა, ალბათ, კიდევ ბევრჯერ გადარევდა ფეხბურთის ქომაგებს.

11:32 | 01 ნოემბერი, 2012

ნაღვლიანი “ბორბა”

ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, თბილისში ჩამოსული უზბეკი ჟურნალისტი გავიცანი. სახელად გენდი, რომლებსაც რუსები გენას ეძახდნენ, ქართველები კი გენადას. ჩვეულებრივი ტიპური შუააზიელი ბიჭი იყო. წყნარი, ერთთავად ღიმილიანი და სხვისი საუბრის მოსმენის მოყვარე. საუბარი ფეხბურთზე როდესაც ჩამოვარდა, გენდის ქართველი მასპინძელი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფეხბურთზე ალაპარაკდა და რა თქმა უნდა, ძველი თბილისის “დინამოს” ქებასაც მოჰყვა.

13:04 | 28 ოქტომბერი, 2012

“წინაპრები” და “შთამომავლები”

ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ქართველები, წარმოშვებით, შესაძლებელია, ეგვიპტელები ვიყოთ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ერთა დიდი მიგრაციის დროს, კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ნაწილი და მათ შორის ქართველების უძველესი წინაპრებიც, აფრიკიდან გადმოსახლდნენ. მოდით, მთლად ნუ ჩავუღრმავდებით ამ თეორიას, მაგრამ თუკი ჯავახიშვილის მოსაზრებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, გამოდის, რომ 14 ნოემბერს, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, ჩვენს უძველეს წინაპრებს ვხვდებით და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იქნება, აფრიკის მრავალგზის ჩემპიონთან მატჩი “ჯვაროსნებისთვის”, წესით, დიდი გამოცდა უნდა იყოს.

11:48 | 25 ოქტომბერი, 2012

ჩუმჩუმელა

პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მთელი რუსეთი ფაბიო კაპელოზე აბოდებს და დითირამბებს უძღვნის. პატარა საქმე ხომ არაა, დაამარცხო გუნდი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს... თან დაამარცხო რუსეთის ეროვნული ნაკრებით, რომელსაც ფაქტია, რომ “ცაში ვარსკვლავები” არასოდეს მოუწყვეტია. მოკლედ, მთელი რუსეთი დონ ფაბიოს ქება-დიდებაშია და თუკი რუსულ სპორტულ ვებგვერდებს ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ “ტკბილ მეზობლებს” მადაც ძალიან გახსნიათ და უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების გეგმებს აწყობენ. ვინ იცის, რა მოხდება ბრაზილიაში ორი წლის შემდეგ...

14:29 | 21 ოქტომბერი, 2012

რა ბედი ეწევათ “სამთავრობო გუნდებს”?!

საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები ქართულ სპორტსაც შეეხო. რა შედეგებს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენი სამამულო სპორტისათვის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და იმედია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ცალკეული სახეობები უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება. მაგრამ, უმთავრესი, რაც ქართველ ქომაგებს აშფოთებთ, ეს სხვადასხვა სამინისტროების დოტაციაზე მყოფი იმ კლუბების ბედია, რომლებმაც ბოლო პერიოდში, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. როგორც საქართველოს ახალმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, სპორტის განვითარებისთვის სასურველი არ არის სპორტული კლუბების სამინისტროების დოტაციაზე ყოფნა და სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებში სპორტული კლუბების დაფინანსება არ შედის.

<< პირველი<< წინა6061626364656667686970შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.377277