16:18 | 13 ივლისი, 2023
საქართველო სერია A-ს მოლოდინშიგასულ კვირას იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების გათამაშების კალენდარი გამოქვეყნდა და ქართველი ქომაგების ზაფხულის „ძილიდან“ გამოფხიზლებაც დაიწყო.
19:48 | 29 ივნისი, 2023
ბათუმი, ფეხბურთი, ზღვა, ლუდი...ისტორია მუდამ მეორდება. ისევე როგორც 100 წლის წინ, იმ ქარიშხლიან დღეებში, 2023 წლის 28 ივნისსაც ჯერ კიდევ დილიდან ბათუმში ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს უბღვრდნენ. ასე, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უბღვერდნენ! ბევრი არ იყვნენ, მაგრამ საკმარისად იყვნენ იმისთვის, რომ კარგა გვარიანი ჩხუბი გამოსვლოდათ.
17:12 | 20 ივნისი, 2023
ქართველები „სპილენძის კუნძულზე“17 ივნისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მთელი დღე საშინლად ცხელოდა. ეს პაპანაქება დიახაც რომ გააკვირვებდა რაგინდა სიცხის მოყვარულსა და ზღვისპირას გაზრდილ ქართველს. იბუგებოდა რის ვაი ვაგლახით გახარებული ნატანჯი ხეები და არანაკლებად ნატანჯი ადამიანები, რომლებიც რაღაც სასწაული ძალისხმევით, ამგვარ სიცხეში მაინც ახერხებდნენ მუშაობას.
12:51 | 04 ივნისი, 2023
განჯინადან ძველი კონიაკის ბოთლების გამოღების ჟამი!შარშან ამ დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2023 წლის 2 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი წარმატება ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰქონია. ალბათ მიხვდით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს აღიარებას ვგულისხმობ.
13:39 | 24 მაისი, 2023
თვითგვემა იტალიურად, დიდი წარმატებების ფონზეშეთქმულებების თეორიების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და სადისციპლინო კომიტეტი მოწოდებულია იმისთვის, რომ როდესაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სასიკეთო ძვრები იწყება, პოზიტიური წინსვლა ადგილზევე ჩაკლან და არ დაუშვან. სხვაგვარად ვერ ვხსნი იმ მუდმივ სკანდალებსა და გარჩევებს, რასაც ადგილი იტალიაში თითქმის ყოველ წელს აქვს და რასაც უკვე შევეჩვიეთ კიდეც.
16:45 | 16 მაისი, 2023
ვის სძულს მეფე?ახლა მოდაშია ლექტორების კრულვა იმის გამო, ესა თუ ის მეფე რატომ არ გიყვართო. მოდაშია კი არა, არიან ე.წ. ადამიანები, რომლებიც მსგავსი მიზეზით 70 წლის კაცს საქმეს ურჩევს და საცემრად სახლში უვარდება. აი მე კი მაგალითად სტუდენტობისას საშინლად ვერ ვიტანდი ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს.
19:24 | 28 აპრილი, 2023
ბოლონიელი „სტვენია“ კაციდიდი ხანია ფეხბურთში მოგებამ და წაგებამ თავისი პირველადი მნიშვნელობა დაკარგა. იმას კი არ ვამბობ, გამარჯვება წაგების ტოლფასიაო და არც საბჭოურ სისულელეს ვქადაგებ, რომ თითქოს მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება.
13:12 | 09 აპრილი, 2023
6 ნიშნის მოგება ქართველ რუსეთუმეებს„ნიშნის მოგება - ნაწყენობის პასუხად საყვედურის თქმა ან მინიშნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ვისაც ეუბნებიან, ის სხვას რომ კიცხავდა და მისი მსგავსი ახლა თვითონ დაემართა. აზრით „გამოჯავრების“ მსგავსია“ (ჯავახური ლექსიკონი).
17:05 | 30 მარტი, 2023
მლესავებს რას გაუგებ...საქართველოში დასაქმებულსა და (თუნდაც დროებით) დამსაქმებელს შორის პრობლემები მუდმივად არსებობდა. რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ რამდენჯერ მოგვსვლია კამათი და ხშირად ჩხუბიც კი საქმის უგერგილოდ გამკეთებელ მუშებთან თუ ხელოსნებთან.
14:33 | 19 მარტი, 2023
ულუდხანობა საფეხბურთო ქვეყანაშიშეგიძლიათ გაიხსენოთ თბილისში მდებარე ტელევიზორიანი ლუდხანა და ბარი, სადაც ათი წლის წინ ფეხბურთს უყურეთ და დღეს ისევ ძველი სახით ფუნქციონირებს? დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიჭირდებათ ასეთის გახსენება. თბილისი არის ქალაქი, სადაც კვებითი დაწესებულებები ლამის ყოველ წელს იცვლებიან, გადაკეთდებიან, ისხვაფერებენ სახელსა და სტილს, პროფილსა და იმიჯს და ამის მიუხედავად, არც ეს სახეცვლილება ამართლებს ხოლმე.
15:59 | 04 მარტი, 2023
რა შეუძლია ოსიმენს?ადრე ხუმრობით ვწერდი, საქართველოში ვიქტორ ოსიმენი უფრო ბევრმა ადამიანმა იცის ვინაა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი - მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და ეს შავი ბიჭი არამხოლოდ საქართველოში, ლამის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ოსიმენის ასეთ წარმატებაში და პოპულარობაში ლომის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.